|
2018-02-16 18:17:26, 2682 ნახვა
ეკონომიკა
ბახტაძე: ჩვენი რეფორმების მიზანია, უზრუნველვყოთ ისეთი ტიპის ეკონომიკური ზრდა, რომელიც ყველა მოქალაქეს შეეხება
"ჩვენი რეფორმების მიზანია, უზრუნველვყოთ ისეთი ტიპის ეკონომიკური ზრდა, რომელიც შეეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს", -ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის წილი მთლიან შიდა პროდუქტში მნიშვნელოვნად გაიზარდოს. „ბუნებრივია, მხოლოდ ერთი რეფორმით ამის მიღწევას ვერ შევძლებთ, მაგრამ ჩვენ დაანონსებული გვაქვს ახალი რეფორმების ტალღა. იანვარში დავიწყეთ დღგ-ის ავტომატურ რეჟიმში დაბრუნების რეფორმა, გასულ წელს განხორციელდა მოგების გადასახადის რეფორმა, ასევე მნიშვნელოვანი რეფორმები მიმდინარეობს საბაჟოზე ე.წ. ციფრული საბაჟოს იდეის განვითარების მიმართულებით. ამასთან ერთად, გვაქვს, მასშტაბური რეფორმების სია, რომელიც დამუშავების სტადიაშია და მათ ნაწილს ჩვენ დავაანონსებთ გაზაფხულზე. მთლიანობაში, ყველაფერი ეს, საშუალებას მოგვცემს, გავზარდოთ მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ქვეყნის ეკონომიკაში. ჩვენი მოტივაციაა, მომავალში, მეწარმეებს ჰქონდეს სტიმული და მოტივაცია, მიიღონ მცირე ბიზნესის სტატუსი და დაიწყონ ეკონომიკური აქტივობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისა, რომ მივიღოთ ისეთი ტიპის ეკონომიკური ზრდა, რომელიც აისახება თითოეულ მოქალაქეზე", - აღნიშნა ბახტაძემ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)