|
2018-02-16 16:22:22, 2713 ნახვა
ეკონომიკა
ADB-ის მხარდაჭერით სექტემბერში თბილისში საინვესტიციო-ენერგეტიკული ფორუმი გაიმართება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) დირექტორს იეშიმ ელჰან-კაიალარსა და აზიის ბანკის სათაო ოფისის ენერგეტიკული დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მიმდინარე წლის სექტემბერში, თბილისში, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით დაგეგმილი საინვესტიციო ენერგეტიკული ფორუმის მოსამზადებელი და საორგანიზაციო საკითხები. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის(CAREC) წევრი ქვეყნები. ასევე, სამთავრობო, საერთაშორისო და კერძო სექტორის წარმომადგენლები. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო სამინისტროსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაგეგმილ ერთობლივ სამომავლო პროექტებს. მათ შორის, ენერგეტიკაში მზის მოტივტივე სისტემების განვითარებისა და სხვა თანამედროვე მაღალტექნოლოგიური მოწყობილობების დანერგვასთან დაკავშირებულ საკითხებს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)