00:56 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-16 15:22:19, 1562 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი „BP“-ის რეგიონალურ პრეზიდენტს გარი ჯონსს შეხვდა

სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კორპორაცია „BP“-ის რეგიონალურ პრეზიდენტს გარი ჯონსს შეხვდა. 

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ევროპის ბაზრისთვის კასპიის ნახშირწყალბადების მიწოდების სამხრეთის კორიდორის განვითარების მნიშვნელობაზე, რომელიც საქართველოზე გადის, აგრეთვე სამხრეთ კავკასიურ მილსადენზე, რომლითაც აზერბაიჯანიდან თურქეთში შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული გაზის ტრანსპორტირება ხორციელდება. 

შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა „BP“-ის საქმიანობა საქართველოში. ყურადღება გამახვილდა იმ პროექტების მნიშვნელობაზე, რომელთაც „BP“-ი ახორციელებს საქართველოში. აღინიშნა, რომ აღნიშნული პროექტების რეალიზება არა მხოლოდ ზრდის საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, არამედ მნიშვნელოვანია მთლიანად რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და ენერგოუსაფრთხოებისთვის. 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ამოქმედებას ისტორიული მნიშვნელობა ენიჭება როგორც მთელი რეგიონისათვის, პირველ რიგში კი აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთისთვის, ასევე ევროკავშირის გაზმომომარაგების დივერსიფიკაციისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლების კუთხით. 

"სამხრეთის გაზის კორიდორით“ საქართველოსა და თურქეთის გავლით, ევროპისთვის აზერბაიჯანული გაზის მიწოდება უნდა მოხდეს. გაზსადენი მომავალში დაუკავშირდება ტრანსანატოლიურ (TANAP) და ტრანსადრიატიკულ (ТАР) გაზსადენებს, რომლის შედეგადაც შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული გაზი საბოლოოდ ევროპის ბაზარზე შევა. აღნიშნულ პროექტში საქართველოს მონაწილეობა, როგორც სატრანზიტო ქვეყნისა, გაზრდის მის როლს საერთაშორისო მასშტაბით. 

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრეს. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იაროსლავის ოლქში, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილ ხანძარს 14 ადამიანი ემსხვერპლა
მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქებში ბენზინგასამართი სადგურებიდან ბენზინი გაქრობას იწყებს
საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდა
პუტინმა გერმანელ მფლობელებს „მეტროს“ ჰიპერმარკეტების ქსელი ჩამოართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics