|
2018-02-16 12:02:14, 1976 ნახვა
მსოფლიო
უკრაინული ოპოზიციური პარტიები მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას ითხოვენ
უკრაინის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ოდესის ყოფილი გუბერნატორის და საქართველოს ექს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას მოითხოვენ. ამის შესახებ სააკაშვილის პარტიამ „ახალი ძალების მოძრაობა“ Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა. მოთხოვნას უერთდებიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, როგორიცაა „დემოკრატიული ალიანსი“, „სამოქალაქო პოზიცია“, „სახალხო კონტროლი“, „უკრაინის ევროპული პარტია“, „ბატკივშინა“, „სამოპომიჩი“, „სვობოდა“ და „სამოქალაქო მოძრაობა ხვილია“. პარტიების განცხადებით, ხელისუფლება ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს პოლიტიკურად გაუსწორდა, ასევე დაარღვია ადამიანის უფლებები, რითაც უკრაინის საერთაშორისო რეპუტაცია შელახა. „ამ დანაშაულის გამოძიება აუცილებლად უნდა მოხდეს. ყველა სახელმწიფო მოხელე, რომელმაც კანონი დაარღვია და საკუთარ უფლებამოსილებებს გადააჭარბა, ბრალდებულთა სკამზე უნდა აღმოჩნდეს. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება, მისცეს მას უკრაინულ სასამართლოებში საკუთარი უფლებებისა და ღირსების დაცვის საშუალება, როგორც ამას უკრაინის კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმები ითვალისწინებს“, - ნათქვამია პარტიების განცხადებაში.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)