|
2018-02-16 11:40:01, 1718 ნახვა
საზოგადოება
სამთავრობო კომისიამ ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის გეგმა დაამტკიცა
სამთავრობო კომისიის სხდომაზე „ქვეყანაში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ იმსჯელეს. კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც სამინისტროების, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლები, ასევე, საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები, მეცნიერებათა ეროვნული და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიების ხელმძღვანელები შედიან, ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის გეგმა დაამტკიცა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კომისიის წევრებს სამინისტროს მიერ უკვე ჩატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და დღეს არსებული მდგომარეობა გააცნო. „უკვე დაიგეგმა ღონისძიებები და სამთავრობო კომისიაში შემავალ უწყებებს შორის გადანაწილდა ფუნქციები. კომისია მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს და მონიტორინგს გაუწევს იმ სტრატეგიის შესრულების მიმდინარეობას, რომელიც 2018 წლისთვის აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით არის დაგეგმილი“, - განაცხადა მინისტრმა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივ თვითმმართველობებზე გაცემული დავალებების კოორდინაციას განახორციელებს და ქვეყნის მასშტაბით შესაბამისი ტექნიკისა და ადამიანური რესურსის მობილიზებას მოახდენს. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს მოსახლეობის ინფორმირებას, თუ როგორ უნდა ებრძოლონ ფაროსანას საცხოვრებელი სახლის პირობებში, ასევე, მოამზადებს შესაბამის საინფორმაციო ბუკლეტებს. განათლების სამინისტრო სამეცნიერო წრეებთან იმუშავებს, ფინანსთა სამინისტრო კი, საზღვრებზე ფიტოსანიტარულ რეჟიმს გააძლიერებს. რეგიონებში ადგილობრივ ხელისუფლებას მოხალისეების ჯგუფების შექმნის კოორდინაცია დაევალათ. ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად სკვერების, ბაღების, სახელმწიფო შენობა-ნაგებობებისა და მიმდებარე ტერიტორიების შეწამვლის შესაბამისი გეგმისა და გრაფიკის შედგენა უნდა მოახდინონ. როგორც კომისიის სხდომაზე აღინიშნა, ყველა სამთავრობო უწყება საკუთარ ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობების ქიმიური და მექანიკური ღონისძიებების ჩატარებას განახორციელებს. სამთავრობო კომისია 2018 წლის 30 იანვარს შეიქმნა. კომისიის წევრები სისტემატურად შეიკრიბებიან. (NS)
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)