00:50 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-15 20:32:07, 2307 ნახვა

ეკონომიკა
სამხრეთის გაზის დერეფანში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის განსაკუთრებული როლი ბაქოს მინისტერიალის დეკლარაციაში აღინიშნა

სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-4 მინისტერიალი, რომელშიც  პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მონაწილეობდა, ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერით დასრულდა. 

დეკლარაციაზე ხელმოწერით მინისტერიალის მონაწილეეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, რომ გააგრძელებენ სამხრეთის გაზის დერეფნის განვითარებას, რომელიც ითვალისწინებს ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებს, როგორიცაა გარემოს დაცვა, სასათბურე გაზების შემცირება, ენერგოწყაროების დივერსიფიკაცია, ევროპის ენერგოუსაფრთხოების ამაღლება და ა.შ.
მხარეებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებენ შაჰ–დენიზის მეორე ფაზის პროექტს, რომელიც, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის განვითარებისა და ენერგოუსაფრთხოების გაზრდისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
დეკლარაციაში აღინიშნა, რომ მინისტერიალის მონაწილეები ხაზს უსვამენ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის განსაკუთრებულ როლს ამ პროექტის განხორციელებაში და თავად  პროექტის მნიშვნელობას არა მხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ ენერგეტიკული გაერთიანების წევრი სახელმწიფოებისთვის, მათ შორის ბალკანეთის ქვეყნებისა და საქართველოსთვის, რომელიც ენერგეტიკულ გაერთიანებაში 2016 წელს გაწევრიანდა.

მხარეებმა აგრეთვე აღნიშნეს სტრატეგიული ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობა და რეგიონალური თანამშრომლობის აუცილებლობა მთელი კორიდორის სიგრძეზე, ასევე ხაზი გაუსვეს ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს და კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ პროექტი დაგეგმილ ვადებში დასრულდება და ევროპა 2020 წელს მიიღებს დამატებით აზერბაიჯანულ გაზს.

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იაროსლავის ოლქში, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილ ხანძარს 14 ადამიანი ემსხვერპლა
მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქებში ბენზინგასამართი სადგურებიდან ბენზინი გაქრობას იწყებს
საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდა
პუტინმა გერმანელ მფლობელებს „მეტროს“ ჰიპერმარკეტების ქსელი ჩამოართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics