13:43 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-14 14:11:29, 1992 ნახვა

ეკონომიკა
„ვითიბი ბანკმა“ მომხმარებელს თანხის SMS კოდით განაღდება - ჩარიცხვის შესაძლებლობა შესთავაზა

ვითიბი ბანკი თავის მომხმარებლებს ახალ სერვისს სთავაზობს. ბანკომატიდან თანხის გამოტანა, ახლა უკვე ბარათის გარეშე, ერთჯერადი SMS კოდის გამოყენებით არის  ხელმისაწვდომი. 

SMS კოდის  მიღება  შესაძლებელია ვითიბი ბანკის დისტანციური არხებით (ინტერნეტ ბანკი, ვიდეო ბანკი, Mobile Pay-ს აპლიკაცია). ამისათვის საჭიროა მომხმარებელმა  აირჩიოს სასურველი ანგარიში  და მიუთითოს თანხის ოდენობა, რის შემდეგადაც მიიღებს სმს კოდს.  აღნიშნული კოდის  ბანკომატში შეყვანისას, შესაბამისი  თანხის განაღდება ხდება შესაძლებელი.

სურვილის შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია SMS კოდი მესამე პირისთვის თანხის ჩასარიცხად გამოიყენოს. SMS კოდის გადაცემის შემდეგ მესამე პირს შეუძლია თანხის მიღება ინტერნეტ ბანკით ან ბანკომატიდან ნაღდი ფულის სახით.

აღნიშნული სერვისით სარგებლობა ხელმისაწვდომია ვითიბი ბანკის საბარათე ანგარიშის მფლობელი ყველა კლიენტისთვის. SMS კოდით, ერთჯერადად, 500 ლარის განაღდებაა შესაძლებელი. 

სერვისით სარგებლობა  უკვე დღეიდან არის  შესაძლებელი და არ მოითხოვს დამატებით რეგისტრაციის გავლას ან ბანკში ვიზიტს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ რკინიგზის საქმის რვავე დაკავებულს ბრალი წარუდგინა, ორზე ძებნა გამოცხადდა
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics