|
2018-02-14 11:03:28, 1676 ნახვა
ეკონომიკა
მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პრინციპის დანერგვის შესახებ შეხვედრა გაიმართა
სასტუმრო „Holiday Inn”-ში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პრინციპის დანერგვის შესახებ იმსჯელეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ნარჩენი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების მართვის არსებულ პრაქტიკაზე, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების კანონმდებლობაზე, დაფინანსების მექანიზმებზე, სქემებსა და მონიტორინგის უზრუნველყოფის სისტემაზე ესაუბრა. შეხვედრის მონაწილეებს ასევე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კახაბერ კუჭავამ მიმართა. ნარჩენების მართვის კოდექსი 2014 წელს იქნა მიღებული და ახალ ვალდებულებებს აკისრებს როგორც საჯარო, ასევე, კერძო სექტორის წარმომადგენლებს. ერთ-ერთი ასეთი მოთხოვნაა „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების“ პრინციპის დანერგვა საქართველოში. კოდექსის თანახმად, ისეთი პროდუქტის უშუალო მწარმოებლები და ბაზარზე განმათავსებლები, რომელიც შემდგომ სპეციფიკური ნარჩენი ხდება, 2019 წლის დეკემბრიდან ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ პროდუქტისგან წარმოქმნილი სპეციფიკური ნარჩენის გარემოზე უარყოფითი გავლენის შემცირება და ასეთი ნარჩენების აღდგენა/განთავსება. პრინციპი სრულიად ახალია საქართველოსთვის. მისი დანერგვა მოითხოვს არა მარტო შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შემუშავებას, არამედ ცნობიერების ამაღლებას და შესაძლებლობების გაძლიერებას სახელწიფო სტრუქტურებსა და კერძო სექტორში. პროექტი ინიცირებულია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ და ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) , შვედეთის მთავრობისა და ორგანიზაცია „Georgia’s Environmental Outlook” – GEO-ს ხელშეწყობით. შეხვედრას საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი თვითმართველობების, ბიზნესკომპანიების, ასოციაციებისა და სავაჭრო პალატების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების და შესაბამისი პროექტების 70-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)