|
2018-02-13 12:25:30, 1205 ნახვა
სამხედრო
იზორია: ნატო ითხოვს, შეიარაღებისთვის ბიუჯეტიდან 20% იყოს გათვალისწინებული, რასაც ვაჭარბებთ - ეს ისტორიული მოვლენაა
„ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი წარმატებები, რითაც მკაფიოდ და კონკრეტულად შემიძლია ვთქვა, რომ ვაკმაყოფილებთ ნატოს სტანდარტებს“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, უწყებაში ოპტიმიზაცია დაიწყო იმ მიზნით, რომ თანხები უმეტესწილად, შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად ყოფილიყო მიმართული. „ამ თვალსაზრისით სახელფასო ხარჯების 53% 2018 წლის თავდაცვის ბიუჯეტით მიემართება მხოლოდ ხელფასებსა და სოციალურ დახმარებებზე, რაც არის ნატო-ს სტანდარტი. თუ იყო 2016 წელს ეს 66%, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ გახდა 53%. გარდა მისა, მეორე მნიშვნელოვანი სტანდარტიც დავაკმაყოფილეთ. კერძოდ, მივმართეთ დიდწილად თანხები შეიარაღებაზე. თქვენ იცით, რომ თავდაცვის ბიუჯეტი უნდა აკმაყოფილებდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს, რასაც ვაკმაყოფილებთ და მეტიც, შეიარაღებისთვის ნატო ითხოვს, რომ ამ ბიუჯეტიდან 20% იყოს გათვალისწინებული, რასაც ვაჭარბებთ და ეს არის ისტორიული მოვლენა. ისტორიული მოვლენაა სწორედ ისიც, რომ წელს შევიძინეთ „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სისტემები. ასევე წელს ვასრულებთ საფრანგეთთან ანტისაჰაერო სისტემის შეძენას. ეს ყველაფერი კეთდება იმ მიზნით, რომ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გაძლიერდეს, ნატო-ს სტანდარტებს დაუახლოვდეს და თითოეულმა მოქალაქემ თავი იგრძნოს დაცულად“, - განაცხადა ლევან იზორიამ. ცნობისთვის, მინისტრი თავდასცვისა და უშიშროების კომიტეტს განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს და სამომავლო გეგმებს აცნობს.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)