|
2018-02-13 11:22:05, 1575 ნახვა
საზოგადოება
მთავრობა უკანონო ხე–ტყის ჭრაზე სანქციებს ამკაცრებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მთავრობა უკანონო ხე–ტყის ჭრაზე სანქციებს ამკაცრებს. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება საქართველოს პარლამენტში უკვე განხორციელდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ახალი ინიციატივის შესახებ ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრისგან, ლევან დავითაშვილისგან მოისმინეს. სამინისტროს ცნობით, ცვლილებები გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში. ცვლილებები გულისხმობს სანქციების გამკაცრებას, კერძოდ, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვისათვის თუკი პირი ადმინისტრაციული სახდელის შემდგომ განმეორებით ჩაიდენს იმავე ქმედებას, მის მიმართ დადგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი. ამავდროულად, ,,წითელი ნუსხის“ სახეობების ბუნებრივი გარემოდან ნებართვის გარეშე მოპოვება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევს; სახერხი საამქროს შესაბამისი რეგისტრაციის პროცედურების გავლის გარეშე მოწყობისათვის ასევე დადგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. გასათვალისწინებელია, რომ უკანონოდ მოპოვებული მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის ან საშეშე მერქნის ტრანსპორტირებისას, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება იმ შემთხვევაში, როდესაც პირი ანალოგიური ქმედებისათვის არის ადმინისტრაციულად სახდელ დადებული. მნიშვნელოვნად გაიზრდება ადმინისტრაციული ჯარიმების ოდენობა ტყის ფონდისა და დაცულ ტერიტორიებზე ხე-ბუჩქნარის, ტყის კულტურების მოსპობისა და დაზიანებისათვის. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება ბრაკონიერობის წინააღმდეგ სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი ღონისძიებების გატარებას, კერძოდ, თუკი პირი ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ განმეორებით დაარღვევს ნადირობის წესებს, მას ჩამოერთმევა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება გარკვეული ვადით. „უკომპრომისო ბრძოლას ვუცხადებთ როგორც ხე-ტყის უკანონო ჭრას, ისე იმ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, რომლებიც გარემოს აზიანებს. გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტს უდიდესი ფუნქცია აკისრია. ცვლილებები, რომელიც სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს, ზედამხედველობის დეპარტამენტს მიეხმარება ყოველდღიურ აღსრულების პროცესში. გამკაცრებული სანქციების ამოქმედება უფრო ეფექტიანს გახდის გარემოსდაცვითი მიმართულებით არსებულ ღონისძიებებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონულ სამმართველოში 41 საშტატო ერთეულია. რეგიონული სამმართველო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შესრულებას აკონტროლებს; გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლები კი 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ და უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების გამოვლენასა და აღკვეთას ახდენენ.
(NS)
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)