|
2018-02-12 15:54:30, 2035 ნახვა
საზოგადოება
ბაკურიანი საერთაშორისო ტურნირისთვის ემზადება
16-17 თებერვალს ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით სკი კროსში შეჯიბრი გაიმართება. დიდველის ტრასებზე: ,,ნოდო" და ,,დიდველი 1" საგანგებო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. პროცესს ხელმძღვანელობენ საერთაშორისო სპეციალისტები: ავსტრიიდან კლაუს ვალდნერი - ტრასის უფროსი; საფრანგეთიდან ბესი გირლანდო - ტრასის მშენებელი და FIS -ის დელეგატი გერმანელი რაინარდ რუდოლფ კრამპფელი. Ski Cross ოლიმპიური დისციპლინაა 2010 წლიდან. ის აერთიანებს სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილს. ამ სახეობას საგანგებოდ მოწყობილი, დაბრკოლებებით აღჭურვილი ტრასა ესაჭიროება. ტურნირი ოთხი სპორტსმენის ერთდროულ მონაწილეობას გულისხმობს, რომლებმაც დაახლოებით ერთკილომეტრიანი მანძილი მინიმალურ დროში უნდა დაფარონ. სანახაობრივად ძალზედ მიმზიდველი და საინტერესო შეჯიბრი, სპორტსმენებისგან მაქსიმალურ კონცენტრაციას და საგანგებო ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს. ბაკურიანის საერთაშორისო ტურნირი გულგრილს არ დატოვებს სპორტის მოყვარულებს და კურორტის სტუმრებს. აქ ელოდებიან სპორტსმენებს ავსტრიიდან, ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან, ყაზახეთიდან, ინგლისიდან და ავსტრალიიდან. შეჯიბრში 4 ქართველი მოთხილამურე მონაწილეობს: დავით თედიაშვილი, დავით გავა, ლაშა კურტანიძე და ბესიკი ჩართოლანი. ეს ტურნირი პირველი ნაბიჯია 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩასატარებლად. როგორც საქართველოს სამთო-სათხილამურო ფედერაციაში აცხადებენ, ბაკურიანში სკი კროსის წარმატებით ჩატარება, საქართველოს უხსნის გზას სხვა აპლიკანტი ქვეყნების რიგში საპატიო ადგილი მოიპოვოს. ბაკურიანში სქი კროსში შეჯიბრი საქართველოს სათხილამურო ფედერაციის, მთის კურორტების განვითარების კომპანიის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და კომპანია „სილქნეტის“ ძალისხმევითა და მხარდაჭერით გაიმართება. (NS)
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)