01:37 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-12 12:53:42, 4420 ნახვა

კულტურა
პროექტ „12“-ის ფარგლებში ახალგაზრდა არტისტებმა პეტრე ოცხელის ნამუშევრების ორიგინალური ინტერპრეტაციები შექმნეს

თიბისი ბანკის პროექტ „12"-ის ფარგლებში, ახალგაზრდა არტისტების ნამუშევრების პრეზენტაცია გაიმართა.

წელს, პროექტი „12", ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის, პეტრე ოცხელის 110 წლის იუბილეს ეძღვნება და იუბილეს ფარგლებში განხორციელებული მრავალეტაპიანი პროექტის დასკვნითი ნაწილია.  ბანკის 25 წლის იუბილეს მთავარი კულტურული მოვლენა სწორედ პეტრე ოცხელისა და მისი ნამუშევრების  პოპულარიზაციაა.

ციფრული ხელოვნება, ნეონი, ვიდეო არტი, ანიმაცია, 3D ხელოვნება და სკულპტურული ინსტალაცია – ეს ის სახელოვნებო მიმართულებებია, რომლითაც 12-მა ახალგაზრდა ქართველმა ხელოვანმა პეტრე ოცხელის ნამუშევრები გააცოცხლა და ახალი ფორმით წარადგინა.

უახლოეს პერიოდში პეტრე ოცხელის  თემატიკაზე  შექმნილი თანამედროვე ფორმატის ნამუშევრები ქალაქში, რამდენიმე  ლოკაციაზეც განთავსდება.

პროექტ „12"- ის ფარგლებში თიბისი ბანკი  ფეი სტიკერების ახალ სერიასაც გამოუშვებს, სადაც პეტრე ოცხელის ნამუშევრების გარდა პროექტში ჩართული ახალგაზრდა არტისტების ნამუშევრებიც განთავსდება.

სპეციალურად პროექტისთვის შექმნილია ვებგვერდი www.12.ge-ც, სადაც შესაძლებელია, როგორც პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და ნამუშევრების დათვალიერება, ისე ფეი სტიკერების შეკვეთა.

პროექტი „12" წელს უკვე  მეორედ ხორციელდება და ის მიზნად ისახავს ახალგაზრდა ხელოვანებისა და მათი ნამუშევრების პოპულარიზაციას.

წლევანდელ პროექტში მონაწილეობენ არტისტები:

თემო მაჭავარიანი, მარიამ საშა, ნიკოლოზ კაპანაძე, გაჩა ბაქრაძე, თორნიკე ქარჩხაძე, გიორგი მიქიაშვილი, ქეთევან საქარელი, გიგი შუკაკიძე (Wunderwerk Architecture), ქეუ მეფარიშვილი, სალომე დუმბაძე, შალვა ცხოვრებაძე, გურამ ქვარცხალაია.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics