|
2018-02-09 11:46:51, 2215 ნახვა
საზოგადოება
„გიორგი კვირიკაშვილმა პასუხი უნდა აგოს“ - აფგან მუხთარლი საქართველოს სტრასბურგში უჩივლებს
თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანილი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის განცხადებით, ის საქართველოში ილჰამ ალიევისა და მისი ბიზნეს პარტნიორის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს შეეწირა. როგორც მუხთარლიმ "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში განაცხადა, "ივანიშვილი საქართველოს რუხი კარდინალია". მუხთარლის ინფორმაციით, ალიევი საქართველოში სასტუმროების ქსელისა და ავიაკომპანიის მფლობელია. ჟურნალისტი აცხადებს, რომ ალიევის პარტნიორი ბიძინა ივანიშვილია. "საქართველოში ყოფნის პერიოდში ალიევის ბიზნესს ვსწავლობდი. საქართველოში მას აქვს დიდი ბიზნესი ტურისტულ სფეროში, ფლობს სასტუმროებს და მიწის ნაკვეთებს. მას ეკუთვნის ავიაკომპანია "სილქ ვეი" და ორგანიზაცია "სილქ ვეი საქართველო". საქართველოში მისი პარტნიორი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ ამ ბიზნეს პარტნიორობის მსხვერპლი გავხდი, ჩემს მიერ დაწყებული გამოძიების გამო", - აღნიშნა მუხთარლიმ. მისივე განცხადებით, ის კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩამულმა ქართველმა სამართალდამცველებმა დააკავეს. ჟურნალიტისმა დასძინა, რომ მისი გატაცების ბრძანება პირადად პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გასცა. მუხთარლი საქართველოს წინააღმდეგ სარჩელით ევროსასამართლოს მიმართავს. "ჩემი გატაცების საქმეში პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი, სასაზღვრო პოლიციისა და ლაგოდეხის საბაჟო-გამშვები პუნქტის ხელმძღვანელები, ასევე კრიმინალური პოლიცია იყო ჩართული. ვფიქრობ, ეს ილხამ ალიევის სურვილით მოხდა. საქართველოში, სასამართლო პროცესები გამჭვირვალედ მიმდინარეობს, ამიტომ ქართულმა მხარემ გადაწყვიტა, რომ კანონიერი გზებით კი არ გადამცეს აზერბაიჯანს, არამედ ჩემი უკანონო გატაცება მოახდინა. პრემიერ-მინისტრის თანხმობის გარეშე მე საზღვარზე ვერავინ გადამიყვანდა. პირებს, რომლებიც ჩემს გატაცებაში მონაწილეობდნენ, კრიმინალური პოლიციის ფორმა ეცვათ. ისინი ამ უწყების წარმომადგენლები იყვნენ. ყველა მათგანი ქართველი იყო და არც ერთი აზერბაიჯანელი. ჩემს გატაცებაზე პასუხისმგებლობა აზერბაიჯანულ და ქართულ მხარეებს ეკისრებათ. კერძოდ კი, გიორგი კვირიკაშვილს, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, კრიმინალური პოლიციისა და საბაჟო-გამშვები პუნქტის ხელმძღვანელებს. იძულებული ვარ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ დავა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სტრასბურგში გავაგრძელო. კვირიკაშვილმა პასუხი უნდა აგოს თავის დანაშაულზე", - განაცხადა ჟურნალისტმა.
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)