19:28 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-08 11:25:33, 1765 ნახვა

საზოგადოება
„112“-ის თბილისის ცენტრში ღია კარის დღე გაიმართა

მიმდინარე წლის 7 თებერვალს, „112“-ის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, „112“-ის თბილისის ცენტრში ღია კარის დღე გაიმართა. ღონისძიებაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა.  შეხვედრის მიზანი იყო ახალგაზრდების ინფორმირება გადაუდებელი შემთხვევების დროს ქცევის წესების შესახებ.

სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ თავად ენახათ, თუ როგორ ეხმარებიან „112“-ის ოპერატორები მოქალაქეებს, როცა წამები გადამწყვეტია. ახალგაზრდებმა, ასევე, მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ და რა დროს უნდა დარეკონ 112-ზე და როგორ ითანამშრომლონ ოპერატორთან. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა სტუდენტებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შესახებ სწავლება ჩაუტარეს. სწავლებაზე მიღებული ცოდნის შედეგად, ახალგაზრდები, გადაუდებელი შემთხვევების დროს, დამოუკიდებლად შეძლებენ ახლობლებისთვის საჭირო დახმარების აღმოჩენას, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მისვლამდე.

აღნიშნული ინიციატივა ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად განხორციელდა. კვლევის თანახმად, 80%-ია იმის ალბათობა, რომ  ადამიანს, თავისი ცხოვრების განმავლობაში, ერთხელ მაინც დასჭირდეს პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა ახლობლებისთვის. ასევე, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 10-დან 8 ადამიანმა არ იცის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის წესები, რაც იმას გულისხმობს, რომ მშობლების 82% უძლურია დაეხმაროს შვილს(ებს), სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მისვლამდე.

11 თებერვალს როგორც საქართველო, ასევე, მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, 112-ის დღეს აღნიშნავს. ამ დღის აღნიშვნის მიზანს გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის ცნობადობის გაზრდა წარმოადგენს. ყოველწლიურად, საქართველოს „112“ ამ დღეს  სხვადასხვა სახის საინფორმაციო კამპანიას ატარებს.

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics