|
2018-02-07 16:52:45, 2099 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბანკის“ აგროფორუმები რეგიონებში
„თიბისი ბანკი“ საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ფერმერებს აგროფორუმებში მონაწილეობას სთავაზობს. პირველი ასეთი ფორუმი კახეთში, კერძოდ თელავში უკვე გაიმართა, სადაც აგროსექტორით დაინტერესებულმა პირებმა მეცხოველეობის ფერმების, რძის პროდუქციის წარმოების, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის, მისი უპირატესობებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. აგროფორუმებზე დასწრება თავისუფალია. ადგილობრივ ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის საინტერესო და აქტუალურ კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღონ დარგის ექსპერტებისაგან. ფორუმის თემები რეგიონების სპეციფიკიდან გამომდინარე განსხვავებული იქნება. „ჩვენი მიზანია, საქართველოს ყველა მხარე მოვიცვათ. ვიწვევთ დარგის სპეციალისტებს, რომლებიც სოფლის მეურნეობით დაინტერესებული პირებისთვის აქტუალურ საკითხებს განავრცობენ, ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან მათ და პრაქტიკულ რჩევებსაც მისცემენ", - ამბობს თიბისი ბანკის აგრობიზნესის მართვის ხელმძღვანელი ვეფხვია ლომინაშვილი. აგროფორუმები ერთადერთი პროექტი არ არის, რომელსაც თიბისი ბანკი აგროსექტორის განვითრების მხარდასაჭერად ახორციელებს. ეს მხარდაჭერა მოიცავს ფერმერებისთვის როგორც აგროპროდუქტების შეთავაზებას, ისე ტრენინგებსა და კონსულტაციებს, რაც მათთვის რჩევებისა და უახლესი ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს. კახეთის შემდეგ აგროფორუმები უკვე საქართველოს სხვა რეგიონებში გადაინაცვლებს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)