|
2015-05-14 14:06:42, 6800 ნახვა
კულტურა
ახალი კინოთეატრი და „შეშლილი მაქსის“ მსოფლიო პრემიერა
14 მაისს, 20:00 საათზე, კინოთეატრ “კავეაში” პირველი პრემიერა გაიმართება და ახალი 5 დარბაზიანი კინოთეატრი ოფიციალურად გაიხსნება. საქართველოს კინოთეატრებიდან მსოფლიო პრემიერას მხოლოდ “კავეა” შეუერთდება და “მედ მაქსის” ჩვენება, მსოფლიო პრემიერამდე 1 დღით ადრე, საგანგებოდ პრემიერისთვის მომზადებული შთამბეჭდავი დეკორაციების თანხლებით გაიმართება. ფილმში მთავარ როლებს ტომ ჰარტი და შარლიზ ტერონი ასრულებენ. მძაფრსიუჟეტიანი სათავგადასავლო ტრილერის რეჟისორი ოსკაროსანი ჯორჯ მილერია და მისი ნახვის შესაძლებლობა 3D ფორმატშია შესაძლებელი. თბილისი მოლში (მე-3 სართულზე) ახალი, თანამედროვე 5 დარბაზიანი კინოთეატრი “კავეა”აღჭურვილია ხმის და გამოსახულების (პროექციის) ულტრათანამედროვე სისტემით/აპარატურით, რაც განაპირობებს კინოჩვენებების საუკეთესო ხარისხს. “კავეაში“ კინომოყვარულებისთვის ფილმების ყველაზე დიდი არჩევანი იქნება. მხოლოდ 2015 წელს 20 მსოფლიო პრემიერა იგეგმება, როგორც ჰოლივუდის ბლოკბასტერები და თანამედროვე საავტორო/დამოუკიდებელი ფილმები. “კავეას” 5 დარბაზი 753 მაყურებელზეა გათვლილი. კინოჩვენებები ყოველდღე - დღის 12 სთ-დან ღამის 10 საათის ჩათვლით გამიართება. მნიშვნელოვანია, რომ „კავეაში“ მოსულ მაყურებელს პარკინგის პრობლემა არ შეექმნება, ვიინაიდან „თბილისი მოლში“, სადაც ახალი კინოთეატრი მდებარეობს, 2700 მანქანაზე გათვლილი უფასო და კომფორტული პარკინგია. კომპანია “CAVEA CINEMA” 2015 წელს კიდევ ერთი ახალი კინოთეატრის (CAVEA IMAX) გახსნას გეგმავს თბილისში, ხოლო 2016 წელს 2 ულტრატანამედროვე კინოთეატრის გახსნაა დაგეგმილი.
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)