03:32 - 18 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-06 18:09:22, 2323 ნახვა

ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე EBRD-ის პრეზიდენტს შეხვდა

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე, რომელიც ამავე დროს არის ბანკში საქართველოს მხრიდან მმართველი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს, სერ სუმა ჩაკრაბარტის შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოში ბანკის საქმიანობა და მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორიცაა:  მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, საბანკო სექტორი, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, ბანკის მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების, დეპოზიტების დაზღვევის სისტემისა და საჯარო-კერძო თანამშრომლობის ჩარჩო მექანიზმის ამოქმედების მიმართულებით.

 „აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტი გახლავთ მთავარი პარტნიორი საქართველოსთვის. გასულ წელს, მათ განახორციელეს ყველაზე დიდი ინვესტიცია ჩვენთან ურთიერთობის ისტორიაში და ძალიან სასიხარულოა, რომ 2018 წელს  ბანკი აპირებს ინვესტიციების მოცულობის კიდევ უფრო გაზრდას. აღსანიშნავია, რომ მათი პორტფელის 90%-ზე მეტი, მიმართული იქნება კერძო სექტორის  დასაფინანსებლად", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.                                                                                                                                    

„ჩვენ ვამაყობთ იმ ურთიერთანამშრომლობით, რომელიც საქართველოსთან გვაკავშირებს. ძალიან სასიამოვნო იყო ახალ ფინანსთა მინისტრთან შეხვედრა.  გასული წელი, რეკორდული იყო EBRD-ის მიერ საქართველოში განხორცილებული ინვესტიციების თვალსაზრისით, რომელმაც  270 მილიონი ევრო შეადგინა  და მოიცვა 20 პროექტი სხვდასხვა სექტორში.  ვფიქრობთ, მიმდინარე წელიც გამორჩეული იქნება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პროექტებით.  და რაც ყველაზე მთავარია, რატომ გვაქვს ამის შესრულების იმედი? - იმიტომ, რომ საქართველოში რეფორმები ვითარდება სწორი მიმართულებით, ქვეყანა ცდილობს გააუმჯობესოს საინვესტიციო კლიმატი, ამკვიდრებს იმ სტანდარტებს, რომელიც ქვეყანას საშუალებას  აძლევს მტკიცედ იმოძრაოს ევროკავშირის მიმართულებით", - განაცხადა EBRD-ის პრეზიდენტმა, სერ სუმა ჩაკრაბარტიმ.   

შეხვედრას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, ალენ პილუ, ბანკის აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის მმართველი დირექტორი ფრანსის მალიჟე და ბანკის კავკასიის, მოლდოვასა და ბელარუსის წარმომადგენლობების დირექტორი ბრუნო ბალვანერა დაესწრნენ.    

ბანკი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი პარტნიორია როგორც ფინანსური თანამშრომლობის, ისე ევროპასთან ურთიერთობის გაღრმავების და ევროპული ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. საქართველოში ბანკის დაფინანსების ოდენობა 205 პროექტისათვის შეადგენს, დაახლოებით, 2.9 მილიარდ ევროს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
35 წლის შემდეგ პირველად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბირთვული ბომბის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics