|
2018-02-06 16:01:56, 1692 ნახვა
საზოგადოება
ყველა სამშენებლო პროექტი გარემოსა და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურებთან შეთანხმდება
თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურებმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში ცვლილებების პროექტები გააცნეს. ორივე სამსახური დედაქალაქში მშენებლობის დაგეგმარებისა და ნებართვის გაცემის პროცესში საწყისი ეტაპიდან ჩაერთვება. ახალი ნორმების დამკვიდრება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვით სფეროებში, გაუმართლებელ ცვლილებებს გამორიცხავს. პროექტის თანახმად, დეველოპერები ვალდებული იქნებიან, მერიაში ტრანსპორტის გამტარუნარიანობის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობისა და ქვეითთა გადაადგილების შესახებ დასაბუთება წარადგინონ. აღნიშნული კვლევები განაშენიანების რეგულირების გეგმის ყველა ეტაპზე, ფუნქციური ზონის ცვლილებისას, სპეციალური ზონალური შეთანხმებისას და მიწის სამშენებლო გამოყენების პირობების დადგენისას უნდა შემუშავდეს. გარემოს დაცვის კუთხით, სამშენებლო კომპანიებისთვის K3 კოეფიციენტის გამწვანების ვალდებულება იქმნება. მათ მერიას გამწვანების პროექტები და ესკიზი უნდა წარუდგინონ, რომელიც საჯაროობის გაზრდის მიზნით, სამშენებლო დაფის გვერდით განთავსდება. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში ცვლილებებით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერია პრიორიტეტს არსებული ნარგავების შენარჩუნებას, მოვლასა და შემდგომ განვითარებას ანიჭებს, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, უპირატესობა გადარგვას მიენიჭება. მერიაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებებიდან გამომდინარე, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური 22 თებერვლიდან, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურად ჩამოყალიბდება. (NS)
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)