|
2018-02-06 09:54:45, 1495 ნახვა
საზოგადოება
კალაძე ევროპის „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ლიდერთა ფორუმს დაესწრო
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ევროპის „ღია მმართველობის პარტნიორობის” (OGP) ლიდერთა ფორუმს დაესწრო. თბილისის მერმა ფორუმის მონაწილეებს ღია მმართველობისა და მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით დაგეგმილი სიახლეები გააცნო. თბილისის მერიამ ფორუმის ფარგლებში გამართულ სადისკუსიო სესიაზე, დამსწრე საზოგადოებას ახალი ელექტრონული პეტიციების პორტალი - „შენი იდეა ქალაქის მერს” წარუდგინა, რომელიც სამოქალაქო და ბიზნესსექტორის აქტიური ჩართულობითა და პარტნიორ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა. კახა კალაძის განცხადებით, მისასალმებელია, რომ თბილისი ერთ-ერთი პირველი დედაქალაქია, რომელიც „ღია მმართველობის პარტნიორობას” შეუერთდა და წელს, გლობალური სამიტის მასპინძელი ქალაქი სწორედ ის იქნება. „ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი იყო, რომელსაც ორგანიზაციის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ ღია მმართველობასთან დაკავშირებით ჩვენი ხედვები გავაცანით, თუ რა პროექტების განხორციელებას ვაპირებთ მომდევნო წლების განმავლობაში. პირველი პროექტი „შენი იდეა ქალაქის მერს“ უკვე მომზადებულია, რომლის პრეზენტაციასაც მომდევნო დღეებში დედაქალაქის მოსახლეობისთვის გავმართავთ. მათ ექნებათ ყველანაირი შესაძლებლობა, რომ ქალაქის მართვაში ჩაერთონ, ასევე წარმოადგინონ გარკვეული პროექტები, რომელიც შესაძლებელია, მომდევნო წლების განმავლობაში დედაქალაქის მერიამ მათთან ერთად განახორციელოს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალური სამიტის ფარგლებში, 17 ივლისს, თბილისს 75-მდე ქვეყნის წარმომადგენელი ეწვევა, რაც მსოფლიოსთვის საქართველოს გაცნობის კიდევ ერთ შესაძლებლობას იძლევა. „ეს ღონისძიება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შეგვიძლია, მსოფლიოს ჩვენი ქვეყანა და ის პროექტები გავაცნოთ, რომელიც ღია მმართველობასთან დაკავშირებით გვაქვს დაგეგმილი. მოხარული ვართ, რომ ჩვენს დედაქალაქს ეს შესაძლებლობა მიეცა“, - აღნიშნა თბილისის მერმა. ევროპის „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ლიდერთა ფორუმს, OGP-ის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის რანგში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო. (NS)
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)