|
2018-02-05 18:23:52, 1690 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტმა მამია ალასანიას ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა
საქართველოს პრეზიდენტმა სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, გამორჩეული გმირობისა და თავდადებისათვის 1993 წელს, სოხუმის დაცემისას, სეპარატისტების მიერ დახვრეტილი უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანია ეროვნული გმირისა და 9 მებრძოლი ვახტანგ გორგასლის პირველი და მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები დღეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა ოჯახის წევრებს პრეზიდენტის სასახლეში პირადად გადასცა და გმირობისა და თავდადებისათვის მადლობა გადაუხადა. "დღეს ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ იმ გმირებს, ვინც თავისი სიცოცხლით მოგვცა შესაძლებლობა ვიცხოვროთ თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში, ვაშენოთ ქვეყანა, რომელიც თავისი გმირების საქმეებსა და წარსულზე აფუძნებს თავის მომავალს, ვზარდოთ ახალი თაობა, რომლესაც ნათლად შეგვიძლია მივუთითოთ, რომ მათი წინაპრები ურთულეს პირობებშიც კი, არ კარგავდნენ სიმამაცეს, არ კარგავდნენ სამშობლოს სიყვარულს და არ ტყდებოდნენ ვერაგი მტრის წინაშე. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმში დაეცა არაერთი დიდი მამულიშვილი, რომელმაც მაშინდელი ომის წაგების მიუხედავად, საფუძველი ჩაუყარა საქართველოს სიძლიერეს და ოკუპირებულ ტერიტორიების დაბრუნებას. მათი ნეშთები წლების განმავლობაში რჩებოდა მშობლიური აფხაზეთის მიწაში, თუმცა მოხერხდა ამ ადამიანების იდენტიფიცირება, გადმოსვენება და ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, მივაგოთ კიდევ ერთხელ პატივი მათ გმირობას. ჩვენ დღეს ვაჯილდოვებთ იმ ადამიანებს, ვინც სოხუმის დაცემის დღეს ერთად იდგნენ და ერთად უპირისპირდებოდნენ მტერს. კიდევ ერთხელ, ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს სახელით, მინდა, მადლობა გითხრათ თქვენი ოჯახის წევრების გმირობისთვის. მინდა კიდევ ერთხელ თავი დავხარო იმ მამულიშვილების ხსოვნის წინაშე, რომელთა მაგალითზეც იზრდება ახალი თაობა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. ვახტან გორგასლის I ხარისხის ორდენით სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდნენ: მერაბ კვინიკაძე, გენური ლიპარტელიანი, შალვა ნადირაძე, გივი პაპუაშვილი, სერგო სილაგაძე, ალექსანდრე ფარცვანია, ვახტანგ ფარცვანია, არშაველ შენგელია, ვახტან გორგასლის II ხარისხის ორდენით კი დაჯილდოვდა ელგუჯა შარტავა. დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრები, თავდაცვის ყოფილი მინისტრი-მამია ალასანიას შვილი ირაკლი ალასანია და საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები.
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)