|
2018-02-05 17:13:08, 1834 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: 9 თვის მონაცემებით, ევროკავშირიდან განხორციელებულმა ინვესტიციებმა 441 მილიონი დოლარი შეადგინა
2017 წლის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2 პროცენტზე მეტით გაიზარდა და2,844 მლნ. აშშ დოლარს გადააჭარბა. აღნიშნულმა მაჩვენებელმა საქართველოს მთლიანი ბრუნვის დაახლოებით 27პროცენტი შეადგინა, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. ქუმსიშვილი საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაში მონაწილეობს. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 2017 წელს 13 პროცენტით გაიზარდა და ნომინალში 647 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, მინისტრის განმარტებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ინდუსტრიული პროდუქციის ექსპორტი. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, 2017 წლის 9 თვის მონაცემებით, ევროკავშირიდან განხორციელებულმა ინვესტიციებმა 441 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 6 პროცენტით მეტია. „აღნიშნული პოზიტიური შედეგები, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, კერძო სექტორის დამსახურებაა, მეორე მხრივ კი,თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების, რომელიც ევროკავშირთან გაგვაჩნია და ასევე იმ ბიზნეს-კლიმატის, რომელიცჩვენს ქვეყანაში არის. რაც შეეხება რეფორმებს ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში, ჩვენსრულად ვასრულებთ ჩვენზე აღებულ ვალდებულებებს," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრიქუმსიშვილმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)