|
2018-02-05 13:07:08, 1816 ნახვა
ეკონომიკა
საქსტატი: იანვარში სურსათი, ხილ-ბოსტნეული, უალკოჰოლო და ალკოჰოლური სასმელები გაძვირდა
2018 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.3% შეადგინა. „საქსტატის“ ინფორმაციით, იანვარში სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 1.7 % -ით გაძვირდა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი 9.8%, ბოსტნეული და ბაღჩეული 5.3%, რძე, ყველი და კვერცხი 3%, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 1.0%. გარდა ამისა, ფასები გაიზარდა ელექტროენერგიის, აირის და სათბობის სხვა სახეების (2.5%)აგრეთვე წყალმომარაგების და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურების (7.7%) ქვეჯგუფებზეც. ამავე ინფორმაციის თანახმად, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გაიფდა 2.1%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში -0,08 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ჯგუფში ფასები შემცირდა როგორც ფეხსაცმლის (-3,5 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (-1,5 პროცენტი) ქვეჯგუფებზე. "ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (9.7%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (3.4 %). ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-9.2%). ფასები გაიზარდა ალკოჰოლურ სასმელებზე - 11,5 პროცენტით, რაც 0,75 პროცენტულიპუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა ასევე თამბაქოს ნაწარმზე (19,8 პროცენტი)", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)