|
2018-02-02 17:10:46, 1928 ნახვა
საზოგადოება
ბითაძე: ჩვენი ინფორმაციით, თბილისის ქუჩებში ცხოველების დახოცვის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა
თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე ბოლო დღეების განმავლობაში, მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ თბილისის ზოგიერთ უბანში გარკვეული შესაწამლი ნივთიერების მოყრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს. როგორც მერის მოადგილე განმარტავს, თბილისის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი არცერთი სამსახური მსგავს ღონისძიებას არ ახორციელებს, რადგან ეს მათ კომპეტენციაში არ შედის. რაც შეეხება საგაზაფხულო საქმიანობას, რომელიც ხე-მცენარეების მოვლას უკავშირდება, მაია ბითაძის განცხადებით, მსგავსი ტიპის საქმიანობა ჯერ დაწყებული არ არის, მით უფრო, რომ საერთოდ არ გამოიყენება ნივთიერებები, რომელმაც შეიძლება ცოცხალი არსებების მოწამვლა გამოიწვიოს. „თბილისის მერია ყველა იმ ადამიანის აქტივობას მიესალმება, რომელიც ქალაქის განვითარებისა და არსებული პრობლემების მოგვარების საკითხშია ჩართული. ჩვენ ძალიან ღია ვართ და მივესალმებით ნებისმიერ მსგავს აქტივობას, თუმცა, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ მერიის დაქვემდებარებაში მყოფი არცერთი სამსახური მსგავს საქმიანობას არ ახორციელებს და იმ შემთხვევაში, თუ ცხოველების დახოცვის ფაქტები კვლავ დაფიქსირდა, ნებისმიერ მსურველსა და დაინტერესებულ პირს აქვს უფლება - მერიის ცხელ ხაზს მიმართოს და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ“, - განაცხადა მაია ბითაძემ. მისივე თქმით, თბილისის მერიის მიერ „თბილსერვის ჯგუფის“ შესაბამისი ბრიგადები გამოიკითხა და არსებული ინფორმაციით, დედაქალაქის ქუჩებში ცხოველების დახოცვის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. „ჩვენ ასევე, გაგებით ვეკიდებით იმ ადამიანების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რომელთა ცხოველებიც დაიხოცნენ. როგორც ვიცი, უბნების მიხედვით, დაახლოებით, ორ-სამ-ოთხ ფაქტთან არის დაკავშირებით გაკეთებული განცხადება, რის შესახებაც, ვფიქრობთ, რომ ექსპერტების დასკვნას უნდა დაველოდოთ. ამასთან, ძალიან მინდა თითოეულ ადამიანს ვთხოვო, რომ თავი შეიკავოს დეზინფორმაციის გავრცელებისგან“, - აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ. მისივე განმარტებით, ცხოველების მასობრივი დაცემის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, დედაქალაქის მერია შესაბამის რეაგირებას მოახდენს. (NS)
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)