|
2018-02-02 12:52:20, 1818 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაია „World Vision“-ის წარმომადგენლებს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საერთაშორისო ორგანიზაცია „World Vision“-ის სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორ ჰანს ბედერსკის შეხვდა. აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მთავრობის თავმჯდომარეს მიაწოდეს ინფორმაცია მათი საქმიანობისა და განხორციელებული პროექტების შესახებ. საუბარი შეეხო ოკუპირებულ აფხაზეთში განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში არსებულ ვითარებას, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შშმ მოზარდების პრობლემებზე და ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ფსიქოლოგებისა და თერაპევტების გადამზადების აუცილებლობაზე. ვახტანგ ყოლბაიამ ხაზი გაუსვა გალის რაიონში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის საკითხს და ეს ფაქტი ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევად შეაფასა. შეხვედრაზე შეთანხმდნენ ურთიერთობების გააქტიურებაზე და დევნილებისთვის სამომავლოდ განსახორციელებელ ერთობლივ პროექტებზე, რომელიც მეტად იქნება ორიენტირებული როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ისე დევნილობაში მყოფი მოზარდებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობაზე. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, „World Vision საქართველოს“ ოფისის პროგრამების დირექტორი ეკა ჟვანია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.
(NS)
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)