|
2018-02-01 12:35:52, 1708 ნახვა
საზოგადოება
CRRC-ის კვლევის თანახმად, ევროკავშირისა და ნატოს მიმართ მხარდაჭერა კვლავ მყარია
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ევროკავშირისა და ნატოს მიმართ მხარდაჭერა კვლავ მყარია. კერძოდ, გამოკითხულთა 16% სრულად უჭერს მხარს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, 25% კი, ძირითადად უჭერს მხარს. ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს სრულად გამოკითხულთა 17% უჭერს, ასევე ძირითად მხარს უჭერს გამოკითხულთა 28%. რაც შეეხება ევრაზიულ კავშირს, საქართველოს ამ კავშირში გაწევრიანებას მხარს სრულად გამოკითხულთა 7% უჭერს, 12%- ძირითადად. რაც შეეხება იმ მიზეზებს, რის გამოც მოსახლეობა მხარს უჭერს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას, გამოკითხულთა 46%-ის აზრით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით გაუმჯობესდება ქვეყნის მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა.19% ამბობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელს შეუწყობს საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებას დასავლეთთან. 10% ფიქრობ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებით გაიზრდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსი. 6% ის აზრით, საქართველოს მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრება უფრო უსაფრთხო იქნება. ამასთან, გამოკითხულთა 33% აღნიშნავს, რომ ნატოში გაწევრიანებით საქართველო მეტად იქნება დაცული. ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები 2017 წლის 23 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა. კვლევის ფარგლებში 2 379 რესპონდენტი გამოიკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი 2%-ია.
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)