12:19 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-01 10:14:21, 2307 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძემ ნატო-ს გენმდივანს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე ინფორმაცია მიაწოდა

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომამდე  საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართანატოს გენერალურ მდივანთან იენს  სტოლტენბერგთან. 

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადებითად შეფასდა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, მათ შორის საქართველოსმხრიდან 2017 წლის ეროვნული პროგრამის შესრულება, ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიულ და თავდაცვის სფეროში რეფორმები.იმედი გამოითქვა, რომ საქართველოს, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყნის პროგრესი სათანადო ასახვას ჰპოვებს ნატოს 2018 წლის სამიტზე.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ნატოს გენერალურ მდივანს საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვისთვის და  იმედი გამოთქვა რომ  მომავალშიც აქტიურად შენარჩუნხება ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მიმდინარე პოზიტიური დინამიკა.

შეხვედრაზე ნატო-ს გენერალურ მდივანს ინფორმაცია მიეწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შემქნილ მდგომარეობასა და ბოლოგანვითარებებზე. გენერალურმა  მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისმტკიცე მხარდაჭერა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს პოზიტიურ როლს რეგიონში, და იმ წვლილს, რომელიც საქართველს შეაქვს საერთო ევროატლანტიკურუსაფრთხოებაში. საუბარი შეეხო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას და საქართველოს მონაწილეობას ალიანსის პრაქტიკულ ძალისხმევაშიშავი ზღვის განმტკიცების მიმართულებით.

გამოიხატა  მზაობა გაგრძელდეს საქართველოს პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოებისგანმტკიცების პროცესში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
სააკაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო
უკრაინაში მიმდინარე ომში კიდევ ორი ​​ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics