19:58 - 15 Sep, 2026
|
2015-05-14 10:44:16, 458 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს თბილისის N60 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ
შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოს პროექტ „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში თბილისის N60 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამის „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში, თბილისის N60 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მათი პედაგოგები შს სამინისტროს საექსპერტო- კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოს ეწვივნენ. სტუმრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ხარისხის კონტროლისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი ბერიძემ უმასპინძლა. ღონისძიების მიზანია არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე მოზარდთა სამოქალაქო ცნობიერების განვითარების ხელშეწყობის გზით. საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები მოსწავლეებს სამმართველოს საქმიანობის სპეციფიკაზე ესაუბრნენ და მათ შეკითხვებს უპასუხეს. შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს კინოლოგიის სამსახური, გაეცნენ კვალის და სუნის აღების საშუალებებს, დაესწრნენ თითის ანაბეჭდების აღების პროცედურას, მონაწილეობა მიიღეს დანაშაულის და გამოძიების სიმულაციურ თამაშში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 1 მაისიდან დაიწყო საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია, რომლის მიზანია საზოგადოების ინფორმირებულობა სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ფორმების და მოქალაქეების უფლებების შესახებ, არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე მათი სამოქალაქო ცნობიერების განვითარების ხელშეწყობის გზით. კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამა „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ხორციელდება როგორც დედაქალაქის, ისე რეგიონების საჯარო სკოლებში, მათ შორის, არაქართულენოვან სკოლებში.
ოცნების 14-მა ე.წ დეპუტატმა ტელეფონის სქროლისას ვერ შეამჩნიეს, როგორ დაუჭირეს მხარი გახარიას პარტიის ინიციატივას
მოზარდი, რომელსაც მკვლელობისთვის წარდგენილი ბრალი შეუმსუბუქდა, პატიმრობიდან გაათავისუფლეს
რუსმა ბლოგერმა და ტელეწამყვანმა ანასტასია ივლეევამ, საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონი დაარღვია
ლუკაშენკომ ამერიკელებთან უარყო ბრალდებები ბელარუსში რეპრესიების გაგრძელების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)