|
2018-01-31 14:52:48, 2352 ნახვა
ეკონომიკა
მამუკა ხაზარაძე: მოვითხოვე, ქვეყანაში არაკონდიცირებული საწვავის შემოტანა აიკრძალოს
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ბიზნესასოციაციის წევრებსა და პრემიერ-მინისტრს შორის გამართულ შეხვედრას საინტერესოს უწოდებს. მისი თქმით, კერძო სექტორის წარმომადგენლებს მიეცათ შესაძლებლობა, პრემიერისთვის გაეცნოთ ის საკითხები, რომლებსაც პრობლემურად მიიჩნევენ. ასევე, ხაზარაძის თქმით, ობიექტურად აჩვენეს ის დადებითი მხარეები, რაც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში დაფიქსირდა. „საკმაოდ საინტერესო შეხვედრა იყო პრემიერთან და მის გუნდთან. ასევე შეხვედრას ესწრებოდა დედაქალაქის მერიც. წარვადგინეთ კვლევა, რომელიც ბიზნესასოციაციაში ჩატარდა. ობიექტურად ვაჩვენეთ ის დადებითი მხარეები, რაც ქვეყანაში მოხდა, ასევე ის გამოწვევები, რომელიც ქვეყანაში არსებობს. ერთ-ერთი ასეთი ძირითადი გამოწვევაა სასამართლო სიტუაცია საქართველოში. დადებითი ტენდენციებიც აღინიშნა, რომ მოხდა მოგების გადასახადის რეფორმა, საპენსიო რეფორმა და ასე შემდეგ“, -განაცხადა მამუკა ხაზარაძემ და დასძინა, რომ შეხვედრაზე დააყენა საკითხი, რომელიც ქვეყანაში ეკოლოგიურ მდგომარეობას უკავშირდება. კერძოდ, ხაზარაძის განმარტებით, მან მოითხოვა, საქართველოში აიკრძალოს არაკონდიცირებული საწვავის შემოტანა. „ეს ეხება დიზელის საწვავს, რომელიც არის ყველაზე დიდი გამომწვევი ქალაქებში, კერძოდ თბილისში ჰაერის დაბინძურების. 67% მოდის დაბინძურების საწვავზე. სწორად იქნა ეს აღქმული და დაგვპირდნენ, რომ გადაიჭირება ეს პრობლემა. სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, რომ უახლოეს ხანებში ვიხილავთ საინტერესო და მკაცრ ნაბიჯებს ეკოლოგიის გაუმჯობესების მიმართულებით. ჩვენ უნდა ვაშენოთ ხარისხიანი ქვეყანა და ხარისხი პირველ რიგში იწყება იმით, რასაც ვსუნთქავთ და რასაც მივირთმევთ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)