|
2018-01-29 21:11:27, 1810 ნახვა
საზოგადოება
მამას, რომელსაც 8 შვილი სახლში ჰყავს გამოკეტილი, მშობლის უფლება ერთხელ ჩამოერთვა, თუმცა შემდეგ კვლავ აღუდგინეს
„რუსთავი2“-ის ინფორმაციით, მათ მიერ მოპოვებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ სვანეთში მცხოვრებ ამირან დევნოზაშვილს, რომელსაც 8 შვილი წლებია სახლში ჰყავს გამოკეტილი, მშობლის უფლება ლენტეხის რაიონულმა სასამართლომ ერთხელ უკვე ჩამოართვა, თუმცა შემდეგ კვლავ აღუდგინა, რის საფუძველზე-უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სვანეთში მამის მიერ შვილების სახლში გამოკეტვის ფაქტზე გამოძიება იძულების მუხლით დაიწყო. მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, გამოძიების პროცესში უწყების ახალი დეპარტამენტიც (ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი) ჩაერთვება. „ეს არის საკმაოდ კომპლექსური და სენსიტიური საკითხი. ჩვენ ის, რაც შსს-ზე იყო დამოკიდებული, უკვე გავაკეთეთ, დაუყოვნებლივ გამოძიება ამ ფაქტზე იძულების მუხლით დავიწყეთ, თუმცა ერთმნიშვნელოვნად გვინდა აღვნიშნოთ, რომ მხოლოდ გამოძიების დაწყება ამ საქმეზე და კონკრეტული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, ვერ იქნება ამ საკითხის გადაჭრის ერთადერთი სწორი გამოსავალი,” - განაცხადა დღეს ნათია მეზვრიშვილმა. სვანეთში მცხოვრებ ამირან დევნოზაშვილს მისი 8 შვილი- 5 ქალიშვილი და სამი ვაჟი, უკვე წლებია, სახლში ჰყავს გამოკეტილი. ყველაზე უფროსი - გოგონა 21 წლისაა, უმცროსი ბიჭი კი - 7-ის. მათ არც სკოლაში და არც საბავშვო ბაღში არასდროს უვლიათ, ვინაიდან მამის შეხედულებით, ისინი საზოგადოებისგან მხოლოდ ცუდს ისწავლიან. ამირან დევნოზაშვილს „რუსთავი2“-ის ჟურნალისტი გაესაუბრა. დევნოზაშვილი აღიარებს, რომ ამის გამო სამართალდამცველებთან პრობლემები ჰქონდა. შინაპატიმრობა და განათლების შეზღუდვა კანონით ისჯება, თუმცა, ფაქტია, კონკრეტულად ამ შემთხვევაში არავინ დასჯილა. მამასთან მოლაპარაკება სცადეს სოციალურმა მუშაკებმაც, თუმცა არაფერი გამოუვიდათ. ამირან დევნოზაშვილს ბავშვების შინაპატიმრობიდან გათავისუფლება მეუფემაც სთხოვა, მაგრამ მანაც მტკიცე უარი მიიღო.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)