|
2018-01-29 15:02:45, 1713 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიის პროექტმა „ჩემი ადვოკატი“ გასული წლის საქმიანობა შეაჯამა
თბილისის მერიის „სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალურმა ცენტრმა“ პროექტ „ჩემი ადვოკატის“ 2017 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. პრეზენტაციაზე ცენტრის დირექტორმა მარინა ბერაძემ პროექტ „იურიდიული კლინიკა - ჩემი ადვოკატის“ ფარგლებში, 2017 წელს შესრულებული სამუშაოები შეაჯამა. მისი თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში მოქალაქეთა მიმართვიანობა სამჯერ გაიზარდა და კვალიფიციური უფასო იურიდიული დახმარება თბილისში რეგისტრირებულ 21000-მდე მოქალაქეს გაეწია. როგორც ანგარიშის წარდგენისას აღინიშნა, „ჩემი ადვოკატი“ სამოქალაქო-ადმინისტრაციული და სამეწარმეო-საგადასახადო პრობლემური საკითხების გადაჭრაზეა ორიენტირებული. ორგანიზაცია ასევე, ახორციელებს მოქალაქეთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ უფასო სამართლებრივ საქმიანობას, რომლის მთავარი მიზანი მოქალაქეებისთვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევაა. ორგანიზაცია წარმატებულ სტუდენტებსაც ასაქმებს. ამისთვის შექმნილია ადვოკატის თანაშემწის პოზიცია, რომელიც ახალგაზრდებს სამუშაო სტაჟისა და გამოცდილების შეძენაში ეხმარება. ამასთან, რვა უმაღლეს სასწავლებელთან თანამშრომლობის შედეგად, ორგანიზაციამ 250 სტუდენტი გადაამზადა. 2015 წლიდან, ეტაპობრივად იზრდება „ჩემი ადვოკატის“ ოფისების რაოდენობაც. 2017 წლიდან მოქალაქეებს უფასო სამართლებრივი დახმარების 11 ოფისი ემსახურება - მერიის სათაო განყოფილება და 10 რაიონული უბანი. 2015 წლის რეორგანიზაციის შედეგად, მერიაში არსებული „თბილისელების ადვოკატი“, „სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალურ ცენტრად“ ჩამოყალიბდა. ცენტრი პროექტს - იურიდიული კლინიკა - „ჩემი ადვოკატი“ ახორციელებს, რომლის მთავარი მიზანი მოსახლეობის უფასო სამართლებრივი დახმარება და დამწყები იურისტებისთვის პრაქტიკული უნარების განვითარებაა. გასული წლის ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და თბილისის რაიონების გამგებლები ესწრებოდნენ. (NS)
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)