|
2015-05-13 16:50:48, 458 ნახვა
საზოგადოება
ბათუმის იუსტიციის სახლში, საველე ოპერატორების ტრენინგი მიმდინარეობს
დამისამართების პროექტის ფარგლებში, ბათუმის იუსტიციის სახლში, საველე ოპერატორების ტრენინგი მიმდინარეობს. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, პროექტის ოპერატორები, 15 მაისიდან ქალაქ ქობულეთში, კონკრეტულ მისამართებზე მოსახლეობის იდენტიფიცირებას დაიწყებენ. გამართული სამისამართო რეესტრის შექმნით, მოქალაქეებს უძრავი ქონების რეგისტრაცია და მოქალაქეების მისამართებზე იდენტიფიცირება გაუადვილდებათ. პროექტის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სამისამართების პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები საქართველოს 20 ქალაქში დაასრულა. პროექტის მიმდინარე ეტაპზე კი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო კონკრეტულ მისამართებზე მოსახლეობის იდენტიფიცირებას ახორციელებს. ამჟამად პარალელურად მისამართებზე მოსახლეობის იდენტიფიცირება 14 რაიონულ ქალაქში (ბათუმი, ახალციხე, გორი, ხაშური, მცხეთა, ოზურგეთი, ფოთი, საგარეჯო, სამტრედია, სენაკი, თელავი, ზესტაფონი, ზუგდიდი, გურჯაანი) მიმდინარეობს. ცნობისთვის, აღნიშნული პროექტი სამისამართო სისტემის სრულყოფასა და განვითარებას შეუწყობს ხელს, რაც პირდაპირ კავშირშია საარჩევნო სიების მოწესრიგებასთან. როგორც ცნობილია, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ვალდებულია, მიაწოდოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო სიის ფორმირებისათვის საჭირო მონაცემები. სერვისების განვითარების სააგენტოში ამომრჩეველთა ერთიანი სიის შესადგენად აუცილებელი მონაცემების დახვეწა მიმდინარეობს. აღნიშნული პროცესის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია დამისამართების პროცესის მოწესრიგება. გამართული სამისამართო რეესტრის შექმნით, მოქალაქეებს უძრავი ქონების რეგისტრაცია და მისამართებზე იდენტიფიცირება გაცილებით გაუადვილდებათ. რაც თავის მხრივ, მჭიდრო კავშირშია დაზუსტებული, მუდმივად განახლებადი საიმედო საარჩევნო სიის ფორმირებასთან. არარსებული, გამოტოვებული ან განმეორებული მისამართები გაუგებრობისა და დავის საგანი არაერთხელ გამხდარა. მოქალაქეებს ხშირად ექმნებოდათ პრობლემები ქონების რეგისტრაციის, პირადობის მოწმობის აღების, კომუნალური გადასახადების გადახდის, საფოსტო გზავნილის მიღების და ა.შ. დროს. აღსანიშნავია, რომ შეცვლილი მისამართების გამო მაცხოვრებლებს დოკუმენტების ხელახლა აღება არ უწევთ. ცვლილებების მიუხედავად, საკუთრებისა და მოქალაქეების შესახებ შენახულია, როგორც ძველი, ისე კორექტირებული მონაცემები. დამისამართების პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. დამისამართების სისტემის სრულყოფა ისეთი მომსახურებების ეფექტურად მიწოდებას გააუმჯობესებს, როგორიცაა პიროვნების, ნაკვეთის, შენობისა და ბინის რეგისტრაცია, სოციალური დახმარებების ადმინისტრირება, სასწრაფო დახმარება, ფოსტა, სახანძრო თუ სამართალდაცვითი ღონისძიებები და სხვა. სამისამართო სისტემის შექმნით ამ პუნქტებში უსახელო გზები და ქუჩები აღარ იქნება, ყველა სავალ ნაწილს საკუთარი სახელწოდება ექნება, შენობები კი დაინომრება. პარალელურად, ნებისმიერი სახის ინფორმაციაზე მონაცემები ელექტრონულ რუკაზე დაიტანება, რაც ქვეყანაში სანავიგაციო სისტემის ეფექტურ მუშაობას შეუწყობს ხელს.
ოცნების 14-მა ე.წ დეპუტატმა ტელეფონის სქროლისას ვერ შეამჩნიეს, როგორ დაუჭირეს მხარი გახარიას პარტიის ინიციატივას
მოზარდი, რომელსაც მკვლელობისთვის წარდგენილი ბრალი შეუმსუბუქდა, პატიმრობიდან გაათავისუფლეს
რუსმა ბლოგერმა და ტელეწამყვანმა ანასტასია ივლეევამ, საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონი დაარღვია
ლუკაშენკომ ამერიკელებთან უარყო ბრალდებები ბელარუსში რეპრესიების გაგრძელების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)