|
2018-01-25 14:47:46, 2245 ნახვა
პოლიტიკა
კარასინი: აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის უკან წაღებას არ ვაპირებთ
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასანის განცხადებით, კრემლს ოფიციალურ თბილისთან ურთიერთობის დარეგულირება სურს, თუმცა აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ უკან წაღებას არ აპირებს. როგორც რუსმა დიპლომატმა Kommersant-თან ინტერვიუში აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება საბოლოოა. მანვე დასძინა: "როგორც კი, საქართველო რეალობას გაუსწორებს თვალს და გადაწყვეტს დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას, ეს რუსეთის მხრიდან დადებითად იქნება შეფასებული ". "სიტუაციის დარეგულირება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2012 წელს მიხეილ სააკაშვილის პარტიამ არჩევნებზე კრახი განიცადა. მაგ დროს ურთიერთობები კრიზისულ მდგომარეობაში იყო. დიპლომატიური ურთიერთობები საქართველომ გაწყვიტა. თბილისის აზრით, ამ ურთიერთობების აღდგენის პირობა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის უკან წაღება უნდა გახდეს. ჩვენ ამაზე არ წავალთ. მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა. ჩვენ ამ ახალგაზრდა კავკასიურ რესპუბლიკებთან ურთიერთობებს ვაყალიბებთ, როგორც მოკავშირეებთან. როგორც კი საქართველო ახალი რეალიების გათვალისწინებით დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის იქნება მზად, ჩვენი მხრიდან ამას დაუყონებლივი პოზიტიური რეაქცია მოჰყვება", - განაცხადა მან. ამასთან, კარასინმა სააკაშვილის მართველობის დრო ანტირუსული პროპაგანდის პერიოდად შეაფასა და აღნიშნა, რომ "საქართველო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს 2008 წელს თავს დაესხა". დიპლომატმა წუხილი გამოთქვა, იმასთან დაკავშირებით, რომ ოფიციალური თბილისის მოქმედი ხელისუფლება, მიხეილ სააკაშვილის დროს მიღებულ კანონს "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" არ აუქმებს. კარასინმა საქართველოს დიპლომატიური კორპუსის მუშაობა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში "საჩვენებელ დამოკიდებულად და მეგობრობად" შეაფასა. მისივე თქმით, რეგიონებში საქართველოს არ ენდობიან. ცნობისთვის, მომავალ კვირას პრაღაში აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართება.
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)