2018-01-22 09:54:24, 2110 ნახვა
პოლიტიკა
თიანეთის საკრებულო დღეს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავს
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს დღეს განიხილავს.
მერის მიერ წარდგენილი ბიუჯეტი თიანეთის საკრებულომ უკვე ორჯერ დაიწუნა. იმ შემთხვევაში, თუ ეს მესამედაც მოხდება, ხელახალი არჩევნების ჩატარება გახდება საჭირო:
თამაზ მეჭიაური პოლიტიკურ ნიშნებზე მიუთითებდა და აღნიშნავდა, რომ საკრებულომ მათივე მომზადებული ბიუჯეტის პროექტი დაიწუნა:
„პოლიტიკური ნიშნით იყო ჩაგდებული ბიუჯეტი, რადგან ეს პროექტი, რომელიც წარედგინა საკრებულოს, იყო შედგენილი ჩემი წინამორბედის, ანუ მათივე ხელისუფლების მიერ, მე არც კი მქონია დრო, გავცნობოდი ამ ბიუჯეტს, რადგან 13 რიცხვში შევუდექი მოვალეობის შესრულებას და სულ ერთი დღე იყო იმისათვის, რომ არ დარღვეულიყო ვადა და დროულად გადაგზავნილიყო საკრებულოში ბიუჯეტი.მიუხედავად იმისა, რომ თავისივე შედგენილი იყო, ეს მათ ჩააგდეს“,-აცხადებდა თამაზ მეჭიაური.
ავტორი: ,