|
2018-01-20 17:47:11, 1247 ნახვა
რეგიონი
ბათუმში სპორტული კომპლექსის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია
დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან და ქალაქ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად სპორტული კომპლექსის მშენებლობის მოსაზმადებელ სამუშაოებს გაეცნო. ახალი სპორტული კომპლექსი ლეონიძის ქუჩაზე აშენდება, ყოფილი ელექტრომექანკური ქარხნის ტერიტორია შემოღობილია და მოსამზადებელი მიწის სამუშაოები უკვე დაწყებულია. ზურაბ პატარაძე ადგილზე გაეცნო მოსამზადებელ სამუშაოებს და პროექტის ხელმძღვანელი პირებისაგან სპორტული კომპლექსის შესახებ ინფორმაცის მოისმინა. 3400 მაყურებელზე გათვლილი სპორტული კომპლექსი დაახლოებით 23 000 კვ.მეტრ ტერიტორიაზე მოეწყობა და იქ სხვადასხვა სპორტული სახეობების სექციები განთავსდება. თანამედროვე სტანდარტების სპორტულ კომპლექსში გასახდელები, საპირფარეშოები, დამხმარე და საინვენტარო სათავსოები და სასტუმრო მოეწყობა. შენობას ასევე ღია ავტოსადგომი ექნება. ზურაბ პატარაძის თქმით, ეს იქნება განსაკუთრებული სივრცე არა მხოლოდ თავისი დატვირთვითა და ფუნქციებით, არამედ გამორჩეული არქიტექტურული დეტალებითა და სილამაზით. „ეს არის კიდევ ერთი მეგა პროექტი. სულ მალე ბათუმი მიიღებს მრავალფუნქციორ სპორტულ კომლექსს. ხედავთ, რომ ეს სიტყვაც უკვე იქცა საქმედ, სამშენებლო პროცესი დაწყებულია. აქ განთავსდება 26 სპორტული სექცია, სივრცეები, რომლებიც უმასპინძლებს არა მხოლოდ სპორტულ შეჯიბრებს, არამედ საერთაშორისო ღონისძიებებსა და გამოფენებს", - აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. სპორტული კომლექსის მშენებლობა 16 თვეში დასრულდება და მისი ღირებულება 61 977 777 ლარს შეადგენს.
(NS)
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)