|
2018-01-19 14:04:52, 3014 ნახვა
პოლიტიკა
ლორდთა პალატაში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხზე იმსჯელეს
დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატაში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხზე მოსმენა გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს: „მინდა ლორდთა პალატას მოვახსენო, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა, მოსკოვში ვიზიტის დროს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან განიხილა საქართველოს საკითხი. გაერთიანებული სამეფო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. გასულ წელს ბრიტანეთმა მხარი დაუჭირა გაეროს ორ რეზოლუციას, სადაც დაფიქსირებულია, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენელი ნაწილებია. ჩვენ ასევე გამოვიყენეთ ეუთოს განცხადებები რუსეთის ქმედებების დასაგმობად საქართველოში. გავაგზავნეთ დამკვირვებლები საქართველოში მოქმედ ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში და ნატოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების საშუალებით ვეხმარებით საქართველოს, რათა უფრო ეფექტიანად გაუმკლავდეს რუსეთის ზეწოლას", - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის თანამეგობრობისა და გაეროს საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ლორდმა აჰმად უიმბლდონმა განაცხადა. სამინისტროს ცნობით, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა პალატაში პირველად გაიმართა საქართველოს საკითხზე მოსმენა სახელწოდებით „როგორ უზრუნველვყოთ, რომ რუსეთმა პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან". აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ლორდების შეკითხვებს სახელმწიფო მინისტრი აჰმად უიმბლდონი პასუხობდა. ლორდთა პალატის წევრის ჰარის პენტრეგართის შეკითხვაზე, თუ როგორ უყურებს სახელმწიფო მინისტრი რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე საჯარისო შენაერთების განთავსებას, მავთულხლართების აღმართვას და ფიქრობს თუ არა იგი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა აიძულოს რუსეთის ფედერაცია პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო მინისტრი პასუხობს „სწორეთ შენიშნეთ, რომ რუსეთი აგრძელებს ინტერვენციას აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ბრიტანეთის მთავრობა ყველაფერს აკეთებს ამის შესაჩერებლად და ამისათვის იყენებს მის მთელ საერთაშორისო გავლენას. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია, ბრიტანეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში გამართული სამიტის ფარგლებში", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის თანამეგობრობისა და გაეროს საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა. ლორდ კოლინა ჰიგბორის შეკითხვაზე თუ რამდენადაა ბრიტანეთის მთავრობა ჩართული საქართველოს განვითარების პროცესსა და მშვიდობის მშენებლობის პროცესში სახელმწიფო მინისტრი ხაზს უსვამს ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრას, სადაც მისი თქმით განხილულ იქნა ბრიტანეთის დახმარების პერსპექტივები საქართველოში დემოკრატიული რეფორმების გატარების საქმეში - „ჩვენ გვინდა, რომ დემოკრატია მდგრადად ვითარდებოდეს საქართველოში. ამისათვის ჩვენ ვაპირებთ გამოვყოთ დამატებით 5,5 მილიონი გირვანქა სტერლინგი. ჩვენ ამ თემებზე ვესაუბრებით საქართველოს ორმხრივი მოლაპარაკებების ფორმატში, ვესაუბრებით რუსეთს და მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, ევროკავშირის ჩათვლით", - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)