15:34 - 16 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-13 11:05:37, 423 ნახვა

პოლიტიკა
NDI: „ქართულ ოცნება“ - 24%, „ნაციონალურ მოძრაობა“ - 16%, „თავისუფალი დემოკრატები“ - 5%

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილის მიხედვით, კითხვაზე ხვალ რომ არჩევნები იყოს, ვის დაუჭერდით მხარს, გამოკითხული მოსახლეობის 27% ამბობს, რომ არ იცის ვის დაუჭერდა მხარს.

24% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 16% „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“,  5% მხარს „თავისუფალ დემოკრატებს“ დაუჭერდა, ხოლო 4% „პატრიოტთა ალიანსს.“

ხოლო კითხვაზე, ხვალ რომ არჩევნები იყოს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, გამოკითხულთა 56% აცხადებს, რომ მიიღებდა, 44% კი აცხადებს, რომ არ მიიღებდა.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 27 მარტი - 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგადასახადო სამსახურმა თამარა გვერდწითელის კომპანიის ანგარიშები დაბლოკა
თურქეთმა რუსული ქვანახშირის შესყიდვები შეაჩერა შავ ზღვაში უკრაინის მიერ გემებზე თავდასხმის შემდეგ
ტრამპი 2024 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ 2.7 მილიარდი დოლარით გამდიდრდა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics