|
2018-01-15 23:43:28, 9694 ნახვა
Lifestyle
ჯგუფ Cranberries სოლისტი დოლორის ო რიორდანი გარდაიცვალა
ლონდონში 48 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა ჯგუფ Cranberries სოლისტი დოლორის ო რიორდანი. გარდაცვალების მიზეზის შესახებ არაფერია ცნობილი. პილიციის ინფორმაციით, პოპულარული შემსრულებელი ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში გარდაცვლილი აღმოაჩინეს. დოლორეს ო’რიორდანი The Cranberries-ს 1990 წელს შეურთდა და ის ჯგუფის ვოკალისტი და სახე გახდა. 2003 წლიდან კი მან სოლო კარიერა დაიწყო. ირლანდიური ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა ლიმერიკში 1990 წელს. მისი თავდაპირველი სახელწოდება იყო The Cranberry Saw Us, რომელიც მოგვიანებით შეცვლილი იქნა ვოკალისტ დოლორეს ო'რიორდანის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი უშუალოდ როკ მუსიკის ჟანრში მოღვაწეობდა, იგი ასევე ასრულებდა პოსტ პანკს და პოპ როკს. The Cranberries ცნობილი გახდა 1990 წლის სადებიუტო ალბომით Everybody Else Is Doing It, So Why Can't We?, რომელიც აშშ-ში გაიყიდა 5 მილიონი ასლის ოდენობით. 90-იან წლებში The Cranberries იქცა ერთ-ერთ წარმატებულ როკ-ჯგუფად და გაყიდა თავისი ალბომების 12.5. მილიონი ასლი.
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)