|
2015-05-12 17:12:31, 369 ნახვა
საზოგადოება
„ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტის“ განხორციელების მიზნით ხელშეკრულებები გაფორმდა
EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ „ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტის“ განხორციელების მიზნით, ხელშეკრულებები გაფორმდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი მიზნად ისახავს ქვემო ქართლის რეგიონში (მარნეული) ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობას, მყარი ნარჩენების ტრანსპორტირებისა და ნაგავსაყრელის ფუნქციონირებისათვის საჭირო ტექნიკის/აღჭურვილობის შეძენას. ახალი ნაგავსაყრელი მოემსახურება ქვემო ქართლის 5 მუნიციპალიტეტს (მარნეული, ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყარო, წალკა). სასესხო და საგრანტო ხელშეკრულებებს ხელი მოაწერეს საქართველოს მხრიდან ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხრიდან, EBRD-ის პრეზიდენტმა, სერ სუმა ჩაკრაბარტიმ. აღნიშნული პროექტი განხორციელდება შემდეგი ფინანსური მხარდაჭერით: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) - 7 მილიონი ევრო შეღავათიანი სესხის სახით; შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) - 3 მილიონი ევრო გრანტის სახით. პროექტის განხორციელების ხელშეკრულება გააფორმეს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა და EBRD-ის რეგიონული დირექტორი კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერამ. პროექტის მხარდაჭერისა და განხორციელების ხელშეკრულება გაფორმეს მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის გამგებლებმა და EBRD-ის რეგიონული დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერამ. ღონისძიებას დაესწრნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, EBRD-ის გენერალური დირექტორი აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ფრანცის მაგილე, შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარტინა ქვიქი, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) ხელმძღვანელი ევა სმედბერგი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)