|
2015-01-16 17:18:52, 6856 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრის მოადგილე წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრს ეწვია
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების მოსანახულებლად წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრს ეწვია. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გოჩა რატიანი სამხედროებს გაესაუბრა, მხარდაჭერა აღუთქვა და საჩუქრად გენერალ გიორგი კვინიტაძის წიგნი „ჩემი მოგონებები“ გადასცა. წიგნები მიიღეს საჩუქრად ჯარისკაცების შვილებმაც. მინისტრის მოადგილესთან ერთად, რეაბილიტაციის ცენტრში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე და სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი მედეა ბეთაშვილი იმყოფებოდნენ. ჯარისკაცების მონახულების შემდეგ, გოჩა რატიანი ცენტრის სამედიცინო პერსონალს გაესაუბრა. მოგვიანებით, მან კომპლექსის საცხოვრებელ პირობები დაათვალიერა და ინფრასტრუქტურას გაეცნო. ამჟამად, წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრში 2008 წლის აგვისტოს ომსა და ISAF-ის საერთაშორისო მისიაში დაშავებული 8 სამხედრო მოსამსახურე, ოჯახებთან ერთად, რეაბილიტაციისა და დასვენების კურსს გადის. სამხედროები, ოჯახის წევრებთან ერთად, ცალკეული სამედიცინო ბატალიონის მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არიან. მათ ასევე, ემსახურებიან ფსიქოლოგები და ფსიქიატრები. პერსონალი სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებს 24 საათიან სადღეღამისო სამედიცინო მომსახურებას უწევს. საჭიროების შემთხვევაში, ხდება საჭირო პროფილის ექიმის ადგილზე გამოძახება. წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრში საომარ მოქმედებებსა და სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის დროს დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები ათდღიანი რეაბილიტაციისა და დასვენების კურსს გადიან. სამხედრო მოსამსახურეებისთვის კეთილმოწყობილია ორი შენობა. კომპლექსში დაშავებული ჯარისკაცებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის დასვენების კომფორტული პირობებია შექმნილი. ცენტრის ტერიტორიაზე განლაგებულია რეაბილიტაციის კურსისათვის საჭირო სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტი და კეთილმოწყობილი სასადილო. როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, პროცესი პერმანენტული ხასიათისაა და ყველა დაშავებულ სამხედრო მოსამსახურესა და მათი ოჯახის წევრზე ვრცელდება. 2015 წელს ცენტრის გაფართოება, დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სპორტული კომპლექსის მშენებლობა იგეგმება.
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)