|
2018-01-06 11:37:29, 1462 ნახვა
სამხედრო
უკრაინაში მებრძოლმა „ქართულმა ლეგიონმა“ შეიარაღებული ძალების 54-ე ბრიგადის შემადგენლობა დატოვა
უკრაინის აღმოსავლეთში მებრძოლმა „ქართულმა ლეგიონმა“ ქვეყნის შეიარაღებული ძალების 54-ე ბრიგადის შემადგენლობა დატოვა, - ამის შესახებ „ქართული ლეგიონის“ Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ლეგიონის განცხადებაშია აღნიშნული, 54-ე ბრიგადის მეთაური „ქართული ლეგიონის“ დაჭრილი წევრების პირდაპირ სამხედრო ჰოსპიტალიდან დეპორტირებას ცდილობს. „2017 წლის 20 დეკემბერს „ქართულმა ლეგიონმა“ სრული შემადგენლობით დატოვა 54-ე ბრიგადა მეთაურის ალექსეი მაისტრენკოსა და მისი გარემოცვის არაკომპეტენტურობისა და მისი უკანონო ბრძანებების გამო. 16 დეკემბერს ჩატარებული ოპერაციის დეტალების შესახებ, რომლის დროსაც „ქართული ლეგიონისა“ და 25-ე ბატალიონის 11 მებრძოლი დაიჭრა, ჩვენ უახლოეს დღეებში პრესკონფერენციაზე ვისაუბრებთ. ჩვენ ასევე გამოვაქვეყნებთ: „ქართული ლეგიონის“ მეთაურისა და 54-ე ბრიგადის მეთაურის საუბრის აუდიოჩანაწერს, რომელშიც ბრიგადის მეთაური „ქართული ლეგიონის“ წევრების მებრძოლების დათხოვნის შესახებ, ისევე როგორც აუდიოჩანაწერს, რომელშიც „ქართული ლეგიონის“ წევრებს ემუქრებიან. "ქართული ლეგიონი" ჩუმად ყოფნას არ აპირებს და ჩვენ აუცილებლად გამოვაშკარავებთ ყველა პირს, რომელიც უკრაინის სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს. დღეს პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ 54-ე ბრიგადის მეთაური ცდილობს „ქართული ლეგიონის“ დაჭრილი წევრების პირდაპირ სამხედრო ჰოსპიტალიდან დეპორტირებას, ვინაიდან მათ შეუძლიათ სიმართლე თქვან მისი უკანონო ბრძანებებისა და ქმედებების შესახებ. მაისტრენკოს მოადგილე სერგეი ფედოსენკო და "ქართული ლეგიონის" ყოფილი წარმომადგენელი სისტემატურად ურეკავენ ლეგიონის დაჭრილ წევრებს ჰოსპიტალში და მკურნალობის შეწყვეტითა და დეპორტაციით ემუქრება, თუ ისინი 16 დეკემბრის ოპერაციის უკანონო ბრძანების შესახებ ინფორმაციას გაასაჯაროვებენ. ალექსეი მაისტრენკომ და სერგეი ფედოსენკომ წაართვეს „ქართული ლეგიონის“ წევრებს მთელი ამუნიცია და პირადი ნივთები, რომლებიც მათ მოხალისეებმა მიაწოდეს. ასევე გვსურს აღვნიშნოთ, რომ 3 ქართველი, რომელიც 54-ე ბრიგადის შემადგენლობაში რჩება, აღარ ირიცხებიან „ქართულ ლეგიონში“ და არ წარმოადგენენ მას. გვინდა ასევე აღვნიშნოთ, რომ ეს ინფორმაცია უკვე მიწოდებულია ყველა ქვეყნის წარმომადგენლობას, რომელთა მებრძოლებიც "ქართული ლეგიონის" რიგებში არიან. გაუმარჯოს უკრაინას!", - ნათქვამია "ქართული ლეგიონის“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)