|
2018-01-03 16:02:30, 8074 ნახვა
Lifestyle
კეტი, რომელსაც 15 000 სვაროვსკის ოქროს კრისტალი ამშვენებს აუქციონზე გაიყიდება
კეტს "Air Jordan 1", რომელსაც 15 000 სვაროვსკის ოქროს კრისტალი ამშვენებს აუქციონზე გაიყიდება, - ამის შესახებ Footwear News-ი იუწყება. სკულპტორმა და დიზაინერმა, დენიელ ჯეიკობმა, რომელიც ცნობილია იმით, რომ ჩვეულებრივი საგნების "გარეგნობას" არაჩვეულებრივი მეთოდებით ცვლის , "ნაიკის" კეტი "Air Jordan 1 Pinnacle" 15 000 სვაროვსკის ოქროს კრისტალით მორთო. "ჩემი შემოქმედების უმეტესობა-ქანდაკებებია, და როცა მე "ნაიკის" კეტის სკულპტურა შევქმენი, ზოგიერთმა შეცდომით იფიქრა, რომ მათი მოხმარება შეიძლება",- ამბობს დიზაინერი. "აღნიშნული ფეხსაცმლის შეძენის მსურველი ბევრია, და მე გადავწყვიტე, რომ ასეთი ფეხსაცმლის სერიას შევქმნი", - დასძინა მან. ჯეიკობის თქმით, ერთი წყვილი კეტის კრისტალებით მორთვისთვის 3 კვირა დრო არის საჭირო. ფეხსაცმლის შეძენა ყველას არ შეეძლება, რადგანაც ეს ლიმიტირებული კოლექციაა. როცა ხაზი მზად იქნება, ის კომპანიის "ინსტაგრამზე" დაიდება. ფასები 6 500 $-დან დაიწყება.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)