|
2017-12-30 18:35:54, 966 ნახვა
რეგიონი
გომარდულში ზამთრის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა
დღეს, კურორტ გომარდულში ზამთრის ტურისტულის სეზონი გაიხსნა. 5 წლიანი პაუზის შემდეგ კურორტი მზადაა ვიზიტორებს ისევ უმასპინძლოს. ოფიციალური ღონისძიება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ გახსნა. მისი თქმით, კურორტ გომარდულის გახსნა არის სახელმწიფოსა და ბიზნეს სექტორს შორის სწორი და პრაგმატული კომუნიკაციის შედეგი. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, კურორტი გომარდული განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და იგი სულ მალე ოთხივე სეზონის პოპულარული ტურისტული დანიშნულება გახდება. „მინდა პირველ რიგში დამდეგი ახალი წელი მივულოცო აჭარის მთის კურორტიდან სრულიად საქართველოს. განსაკუთრებით ბედნიერი ვარ, რადგან აჭარა უფრო და უფრო იმკვიდრებს თავს როგორც ოთხივე სეზონის დანიშნულება, როგორც ზამთრის კურორტებით გამორჩეული ადგილი. დღეს უკვე კურორტ „გომარდულიდან" ვულოცავ ჩემს ხალხს კიდევ ერთ წარმატებას და ვუსურვებ პოზიტიური სიახლეებით სავსე 2018 წელს" - განაცხადა ზურაბ პატარაძემ სიტყვით გამოსვლისას და აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში მედიის წარმომადგენლებს დამდეგი ახალი წელი და ქართული ტელევიზიის ეთერში გასვლის დღე მიულოცა. კურორტ გომარდულში ამ ეტაპზე 5 კოტეჯი და ერთი კვების ობიექტი ფუნქციონირებს, სადაც ერჯერადად 60 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. აქვეა 80 ადამიანზე გათვლილი 10 საოჯახო-სასტუმრო სახლიც. სეზონისთვის, კურორტზე არსებულ კოტეჯებში სრულად შეიცვალა წყლისა და გათბობის სისტემები. ასევე, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა კურორტამდე მისასვლელ გზას. სეზონის გახსნის ღონისძიებას მთავრობის წევრები, გიდები, ტურისტები, ტურისტული კომპანიებისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საახალწლო დეკორაციებით მორთულ კურორტზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ადგილობრივი კერძები და სასმელები, ესრიალათ თხილამურებზე, მოესმინათ ადგილობრივი ფოლკლორი და ბათუმელი ბენდების „ Asea Sul", Groovephonics ცოცხალი შესრულება. ღონისძიებაზე დასწრების მსურველთათვის მთელი დღის განმავლობაში ბათუმიდან (ბულვარის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი) გომარდულის მიმართულებით მოძრაობდა უფასო ტრანსპორტი. კურორტ გომარდულში სეზონის გახსნის ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა.
(NS)
გერმანიაში, სამხედრო აეროდრომის მახლობლად, უცნობი დრონის ნამსხვრევები იპოვეს
ნატო: რუსეთმა მოკავშირეების დაშინება დანიური ვერტმფრენის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღის სროლით სცადა
ტრამპ უმცროსის მეუღლემ დაადასტურა, რომ პუტინის დაცვის უფროსის მეგობარმა აშშ-ის პრეზიდენტის შვილის ქორწილი დააფინანსა
ოცნების 14-მა ე.წ დეპუტატმა ტელეფონის სქროლისას ვერ შეამჩნიეს, როგორ დაუჭირეს მხარი გახარიას პარტიის ინიციატივას
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)