16:39 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-28 17:34:42, 992 ნახვა

რეგიონი
ბათუმის ბულვარში საახალწლო კონცერტი გაიმართება

ბათუმის ბულვარში,  29 დეკემბერს 18:00 საათზე, საახალწლო ღონისძიება გაიმართება.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით,  ქორეოგრაფიული და ვოკალური ნომრები შესრულდება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ბათუმელი შემსრულებლები, გიორგი ბერიძე,  ირაკლი გოგიტიძე, ადგილობრივი ბენდები. 

კონცერტის პარალელურად, კოლონადებთან ინდივიდუალური ავტორების მიერ შესრულებული   საახალწლო თემატიკის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

 წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი კომპოზიციები, ფოტო კუთხეები.

ზღვისპირა ბულვარში მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ სხვადასხვა საკონდიტრო კომპანიებისა და პროფესიული კოლეჯების მიერ წარმოდგენილი მრავალფეროვანი სადღესასწაულო პროდუქცია დააგემოვნონ.

თოვლის ბაბუა ამ საოცარ ზღაპრულ გარემოში მარხილით შემობრძანდება და პატარებს საახალწლო ტკბილეულს გადასცემს საჩუქრად.

საახალწლო ღონისძიება ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარდება.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის ბულვარი წელს, პირველად ხვდება საზეიმოდ მორთული და თანამედროვე სტილის ნაძვის ხით ახალ წელს.

 საახალწლო ილუმინაციებითა და დეკორაციებით, უკვე მოირთო კოლონადების მიმდებარე ტერიტორია და „ბამბუკების ხეივანი" და დამონტაჟდა მანათობელი დეკორატიული  თაღი, ასევე სამგანზომილებიანი პროექციით განათდა ბულვარის კოლონადები.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics