21:11 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-28 13:34:19, 1894 ნახვა

ეკონომიკა
რეფორმების მხარდასაჭერად ევროკავშირმა საქართველოს 140 მილიონი ლარი გამოუყო

ევროკავშირმა საქართველოს 2017 წელს რეფორმების მხრივ მიღწეული წინსვლის საერთო აღიარების საფუძველზე, გრანტის სახით 140 მილიონი ლარის (48.1 მილიონი ევრო)  მოცულობის დახმარება გამოუყო.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, რეფორმები მოიცავდა შემდეგ სფეროებს: ვაჭრობისა და ბიზნესის განვითარება, პროფესიული განათლება და დასაქმება, სოფლის მეურნეობა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაცია.

დახმარება ასევე გამოიყო საქართველოს მართლმსაჯულების სფეროს, საჯარო ადმინისტრირების, საჯარო ფინანსების მართვისა და რეგიონული განვითარების პოლიტიკისათვის. თანხების გამოყოფა ხდება ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების პროგრამების ფარგლებში, რომლებიც მთავრობასთან ერთად ხორციელდება.

დამოუკიდებელი ანგარიშების საფუძველზე, ევროკავშირმა შეაფასა მიღწეული წინსვლა მთავრობის მიერ ნაკისრი ვალდებულებების გათვალისწინებით შემდეგ სფეროებში: ევროკავშირი-საქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცისა (DCFTA) და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (SMEs) მხარდაჭერა; დასაქმება, პროფესიული განათლება და ტრენინგი; სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება (ENPARD II); საქართველოში კონფლიქტით დაზარალებული/იძულებით გადაადგილებული პირებისა და მათი მასპინძელი თემების მხარდაჭერა; რეფორმების მხარდაჭერა მართლმსაჯულების სფეროში;  საჯარო მმართველობის რეფორმა; საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში; საქართველოში რეგიონული განვითარების პოლიტიკის განხორციელების მხარდაჭერა.

საბიუჯეტო დახმარება ევროკავშირის თანამშრომლობის ინსტრუმენტია, რომელიც მოიცავს სახსრების პირდაპირ გადარიცხვას პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტში. სახსრები გამოიყოფა ყოველწლიურად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც წინასწარ შეთანხმებული შედეგები მიიღწევა. მთავრობას მოეთხოვება შეინარჩუნოს მიღწეული შედეგების დამაკმაყოფილებელი მაჩვენებელი მაკროეკენომიკური პოლიტიკის, საჯარო ფინანსების მართვის და ბიუჯეტის გამჭვირვალობის მხრივ, რაც მოიცავს ყველა გადასახადს. ამასთანავე, თითოეული პოლიტიკის სფეროში ჩადებულია კონკრეტული მიზნები. მაგალითად ისეთ სფეროებში, როგორიცაა მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება, განათლება, საჯარო ფინანსების მართვა და ა.შ. თუ ევროკავშირი მიიჩნვეს, რომ ამათგან რომელიმე სფეროში შესრულება არასაკმარისია, იგი აკავებს მთლიანი გადარიცხვის ნაწილს, მანამ სანამ არ გატარდება დამაჯერებელი ზომები. ეს არის ერთ-ერთი გზა პარტნიორი ქვეყნის მიერ განვითარების პოლიტიკასა და რეფორმებზე პასუხისმგებლობის აღების და ნაკლებ განვითარებულ სფეროებში პრობლემის წყაროს და არა სიმპტომების მოსაგვარებლად. საქართველოსთვის საბიუჯეტო დახმარების დიდი წილი უფრო ფართო მხარდაჭერის პაკეტის ნაწილია, რომლების მიმართულია კონკრეტულ სფეროებზე და ეთავსება თანმდევი პროექტების დაფინანსებას, როგორიცაა მაგალითად გრანტები და ტექნიკური მხარდაჭერა კოოპერატივებისთვის ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics