2017-12-27 14:47:35, 3336 ნახვა
პოლიტიკა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა საპარლამენტო უმრავლესობაში დამატებით 2 ფარქციის შექმნას მხარი დაუჭირა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა საპარლამენტო უმრავლესობაში დამატებით 2 ფარქციის შექმნის საკითხს მხარი დაუჭირა.
ფრაქციებს - "ქართული ოცნება ძლიერი ეკონომიკისთვის" და "ქართული ოცნება ძლიერი საქართველოსთვის" ერქმევა. ფრაქცია "ქართული ოცნება ძლიერი ეკონომიკისთვის" 11 წევრისგან შედგება და მას გოჩა ენუქიძე უხელმძღვანელებს.
ფრაქციის წევრები იქნებიან: ირაკლი ხახუბია, პაატა მხეიძე, ოთარ დანელია, ივლიანე წულაია, გოდერძი ჩანქსელიანი, თამაზ ნავერიანი, ირაკლი შიოლაშვილი, ედიშერ თოლორაია, გიორგი თოთლაძე და იოსებ მაკრახიძე.
ფრაქციის "ქართული ოცნება ძლიერი საქართველოსთვის" თავმჯდომარე კი ბიძინა გეგიძე იქნება. ფრაქციაში ჯამში 7 დეპუტატი შედის: ლევან გოგიჩაიშვილი, კობა კობალაძე, გიორგი კოპაძე, კობა ნაკაიძე და ირაკლი აბუსერიძე, ზაზა პაპუაშვილი.
ავტორი: ,