|
2017-12-27 12:06:26, 2317 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი რეგიონებში მოგზაურობას და მოსახლეობასთან სპონტანურ შეხვედრებს გეგმავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2018 წელი დიალოგის წლად გამოაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს მოუწოდა, რომ მათი დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი კომპონენტი ხალხთან დიალოგი იყოს. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ დაუგეგმავ შეხვედრებს პირადადაც გამართავს. მან რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებიც დააანონსა. „2017 წლის განმავლობაში იყო არაერთი გამოწვევა, არაერთი წუთი და დღე გამოვიარეთ, მაგრამ ერთობლივი ძალისხმევით შევძელით ამ გამოწვევების გადალახვა. დარწმუნებული ვარ, რომ საერთო ძალისხმევით 2018 წელსაც გავუმკლავდებით გამოწვევებს და მივაღწევთ წარმატებებსაც. 2018 წელი გამოვაცხადე, როგორც დიალოგის წელი და მინდა ყველა მინისტრს მოვუწოდო მათი დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი კომპონენტი იყოს დიალოგი ხალხთან, განსაკუთრებით მხედველობაში მაქვს ჩვენი რეგიონები. მე პირადად ვაპირებ, რომ ძალიან ინტენსიურად ვიმოგზაურო მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს არ იქნება დაგეგმილი შეხვედრები, ეს იქნება სპონტანური, ჩვეულებრივი დიალოგი ადამიანებთან, რომლებიც არ იქნებიან ორგანიზებულად მოყვანილი ამისთვის, არამედ ის იქნება ღია, ძალიან გულრწფელი საუბარი პრობლემებზე, მოგვარების გზებზე, მათი წინადადებების მოსმენა, მათი პრობლემების მოსმენა და დარწმუნებული ვარ, რომ ამას ჩვენი ხალხი ძალიან მალე იგრძნობს და დაინახავს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)