|
2017-12-27 12:00:08, 2065 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერი: ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, მომავალი წელი კიდევ უფრო დინამიური იქნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, 2017 წელს ქვეყანაში განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმებზე ისაუბრა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეკონომიკურმა ზრდამ მიმდინარე წლის პირველი 10 თვის განმავლობაში 4.9% შეადგინა, რაც მისივე შეფასებით ძალიან კარგი მაჩვენებელია. კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ მომავალი წელი ამ თვალსაზრისით კიდევ უფრო დინამიური იქნება. “ჩვენმა ქვეყანამ წარმატებით გადალახა 2014 წლის შემდგომი გარე ეკონომიკური შოკის პერიოდი და ვფიქრობთ, მომავალი წელი კიდევ უფრო დინამიური იქნება ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. 2017 წლის 9 თვეში შეიქმნა 38 ათასი ახალი სამუშაო ადგილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისათვის. მოგების გადასახადის რეფორმამ, რომელიც იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ცენტრალური 4 პუნქტიან გეგმაში, ბიზნესს მისცა საშუალება, რომ 500 მილიონ ლარზე მეტი საინვესტიციო რესურსი დაეზოგა. ეს რესურსი მიმართული იქნა ეკონომიკაში, რამაც დიდ წილად გამოიწვია ეკონომიკური ზრდის მაღალი დინამიკა. მომავალი წლიდან იგეგმება, რომ მხოლოდ ელექრტრონული გადასახადის, ელექტრონული ფორმის შევსების შედეგად სულ 5-დან 7 სამუშაო დღეში იყოს შესაძლებელი დამატებითი ღირებულების გადასხადის დაბრუნება, ზედმეტობის დაბრუნება. ასევე 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, რაც ფინანსურ სექტორს კიდევ უფრო მდგრადს გახდის და დაზოგვის მაჩვენებლს გაზრდის ჩვენს ქვეყანაში, გააუმჯობესებს და ფინანსური სექტორისადმი ნდობას კიდევ უფრო გაამყარებს. ამ რეფორმას მხარს უჭერს მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი. 2018 წელს ასევე მნიშვნელოვანი წინსვლა გვექნება ერთიანი მომსახურების სივრცის ბიზნეს-სახლის პროექტის მიმართულებით და ასევე გავააქტიურებთ სტარტაპების დაფინანსების დაწყებულ პროგრამას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის”, - განაცხადა კვირიკაშვილმა. მისივე შეფასებით, 2017 წელი საგარეო ეკონომიკური მიმართულებითაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. „მოგეხსენებათ, რომ საქართველომ დაიწყო ძალიან წარმატებით ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის ხელშეკრულების განხორციელება. ამ მიმართულებით ჩვენ კარგი დინამიკა გვაქვს, სულ უფრო და უფრო მეტი, განსაკუთრებით მცირე და საშუალო მწარმოებელი ჩვენს ქვეყანაში ითვისებს იმ პოტენციალს, რომელსაც იძლევა ევროპის ბაზარი და ეს ნამდვილად გასახარია. მნიშვნელოვანი ხელშეკრულება გავაფორმეთ ასევე ჩვენ ჩინეთთან, თვისუფალი ვაჭრობის შესახებ. დარწმუნებული ვარ, ამ ხელშეკრულების ნაყოფს ჩვენ ვიგრძნობთ 2018 წლის განმავლობაში. უკვე ამოქმედებამდე მოიტანა ამ ხელშკერულებამ ეფექტი, და წელს ჩვენ 7 მილიონამდე ბოთლი ღვინო გავყიდეთ ჩინეთის ბაზარზე. ჩვენი სასოფლო სამეურნეო ნაწარმის დივერსიფიკაციის პროცესი მიმდინარეობს შეუქცევადად და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რომ რისკები საგარეო ვაჭრობის კუთხით და ექსპორტის კუთხით გვქონდეს განაწილებული. ასევე ჰონკ კონგთან დავასრულეთ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, ვიწყებთ მოლაპარაკებებს ინდოეთთან”, - განაცხადა პრემიერმა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)