|
2017-12-26 14:33:48, 1176 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორია კაპიტნის საკარიერო კურსების გამოშვების ცერემონიალს დაესწრო
თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში საერთო საჯარისო ცენტრის კაპიტნის საკარიერო კურსების გამოშვების ცერემონიალი გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 114 ოფიცერს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 13 წარმომადგენელს, კურსის წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს. სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა კურსის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ლევან იზორიამ სამხედრო განათლების კუთხით გატარებულ რეფორმებზე და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა ახალ ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც „საერთაშორისო მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსის“ გახსნას ითვალისწინებს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, სამომავლოდ ინგლისურ ენაზე მანევრის უმცროსი ოფიცრები მომზადდებიან, რომლებიც ტაქტიკურ დონეზე საბრძოლო მომზადებისა და საბრძოლო ოპერაციების დაგეგმვას შეძლებენ. ღონისძიების ბოლოს კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. დღეიდან ისინი კვლავ დაუბრუნდებიან საკუთარ ქვედანაყოფებს და შეიარაღებულ ძალებში გააგრძელებენ მსახურს.
საერთო საჯარისო ცენტრის კაპიტნის საკარიერო სკოლა საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ასეულის მეთაურების, ბატალიონისა და ბრიგადის შტაბის ოფიცრების მომზადებას, მათში საბრძოლო და სამეთაურო უნარ-ჩვევების გამომუშავებას და მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას უზრუნველყოფს. კაპიტნის საკარიერო სკოლის სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამა ოფიცრის ძირითადი სამხედრო განათლების II საფეხურს წარმოადგენს, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებს საშუალებას აძლევს ტაქტიკური დონის განათლება მიიღონ. კაპიტნის საკარიერო კურსების გავლა ოფიცერთა კარიერული განვითარების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. კაპიტნის საკარიერო სკოლაში ფუნქციონირებს 9 საკარიერო კურსი, სადაც სხვადახვა გვარეობების მიხედვით, ასეულისა და ბატალიონის შტაბის ოფიცრების მომზადება ხორციელდება. კაპიტნის საკარიერო კურსმა დაარსებიდან დღემდე ტრანსფორმაცია განიცადა. 2004 წელს ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორებისა და მრჩეველთა მხარდაჭერით ქვეითი კაპიტნის საკარიერო კურსი დაარსდა, რომელმაც პირველი მიღება 2005 წელს განახორციელა. 2007 წელს ქვეითი კაპიტნის საკარიერო კურსი მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსად გადაკეთდა, შემუშავდა ახალი სასწავლო მასალა და პროგრამა. მოგვიანებით, 2007-2014 წლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ეტაპობრივად ჩამოყალიბდა სხვადასხვა გვარეობების - არტილერიის, დაზვერვის, მანევრის, კავშირგაბმულობის, საინჟინრო, საჰაერო თავდაცვის, ლოგისტიკის, ავიაციისა და პერსონალის კაპიტნის საკარიერო კურსები. 2005 წლიდან დღემდე კაპიტნის საკარიერო სკოლაში მომზადდა სულ 1226 ოფიცერი. მანევრის კაპიტნის საკარიერო სკოლაში განხორციელდა 21 გამოშვება და მომზადდა 572 ოფიცერი. (NS)
გერმანიაში, სამხედრო აეროდრომის მახლობლად, უცნობი დრონის ნამსხვრევები იპოვეს
ნატო: რუსეთმა მოკავშირეების დაშინება დანიური ვერტმფრენის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღის სროლით სცადა
ტრამპ უმცროსის მეუღლემ დაადასტურა, რომ პუტინის დაცვის უფროსის მეგობარმა აშშ-ის პრეზიდენტის შვილის ქორწილი დააფინანსა
ოცნების 14-მა ე.წ დეპუტატმა ტელეფონის სქროლისას ვერ შეამჩნიეს, როგორ დაუჭირეს მხარი გახარიას პარტიის ინიციატივას
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)