06:46 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-25 19:25:48, 2415 ნახვა

პოლიტიკა
სერჟ სარგსიანი: ერთმანეთისთვის მგრძნობიარე საკითხების გადაწყვეტისას გაწონასწორებული უნდა ვიყოთ

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა სომხეთის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგასთან გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით მედიას ინფორმაცია მიაწოდა.  სარგსიანის თქმით, სხვა თემებთან ერთად, საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოებას.  სარგსიანმა ხაზი გაუსვა საქართველო-სომხეთის მშვიდობიან პოლიტიკას. მან ასევე ისაუბრა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზეც:

„პრეზიდენთან განვიხილეთ სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების საკითხები. ამ კონტექსტში დიდი მნიშვნელობა მივანიჭეთ იმას, რომ ერთმანეთისთვის  მგრძნობიარე საკითხების გადაწყვეტისას უნდა ვიყოთ გაწონასწორებული. ჩვენ ერთი აზრისანი ვართ, რომ კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი გზით და მხოლოდ შეთანხმებული ფორმატების ფარგლებში. ჩვენთვის კანონია და გულწრფელად ვამბობ, ყველა მოლაპარაკების დროს ძალისხმევას არ ვიშურებთ, მივიღოთ ისეთი დოკუმენტები და განცხადებები, რომლებიც საქართველოს ინტერესებს არანაირად არ აზიანებს და ვფიქრობთ, როგორც ქართული, ისე სომხური მხრიდან ასეთი პოზიციის შენარჩუნება მხოლოდ სარგებელს მოუტანს ჩვენს ხალხებს.

ჩვენ ღმად დაინტერესებული ვართ ძმურ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების განვითარების მიმართულებით და ყოველთვის ვიქნებით ამ შეხედულების მომხრე“,-განაცხადა სერჟ სარგსიანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics