20:22 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-22 19:23:59, 3318 ნახვა

ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის გადასახადების მინისტრს შეხვდა

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის გადასახადების მინისტრს, მიქაილ ჯაბაროვს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, განსაკუთრებით საგადასახდო სისტემების სრულყოფის მიმართულებით.

მხარეებმა  საგადასახადო საკითხებში ურთიერთდახმარების აღმოჩენისა და ინფორმაციის ოპერატიულ რეჟიმში გაცვლის საკითხებზე ისაუბრეს.

მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოში  სპეციალური ჯგუფი ჩამოვა, რომელსაც საშუალება ექნება სამუშაო რეჟიმში, ადგილზე  საგადასახადო სფეროში ქართული მხარის მიერ მიღწეულ შედეგებს გაეცნოს.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics